ნაკრებთა გეგმები: დევდარიანი თურქეთში, შეყილაძე - ბელგიაში

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადება-შეკრებას 31 ოქტომბერს დაიწყებს.

შესარჩევი ტურნირი 11 ნოემბერს დაიწყება თურქეთში, იქ ჩვენი გუნდი 7 ნოემბერს გაემგზავრება.

მატჩების განრიგი ასეთია:

11 ნოემბერი

საქართველო-პოლონეთი

13 ნოემბერი
საქართველო-თურქეთი

16 ნოემბერი
საქართველო-ლუქსემბურგი

გელა შეყილაძე კი 30 ოქტომბერს 16-წლამდელთა ნაკრებს ბელგიაში წაიყვანს, სადაც მისი შეგირდები 1 და 3 ნოემბერს ბელგიელ თანატოლებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.

ორივე შეხვედრა ლიერსში გაიმართება, სადაც შეყილაძე წლების წინ თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული