19-წლამდელების დასკვნითი შეკრება

AutoSharing Option
დღეს საღამოს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის მატჩებისთვის მოსამზადებელ დასკვნით საწვრთნელ შეკრებას იწყებს.

გიორგი დევდარიანი და მისი ფეხბურთელები სასტუმრო "სიმპათიაში" შეიკრიბებიან. გუნდი თბილისურ შეკრებას 6 ნოემბერს დაასრულებს და იმავე ღამეს თურქეთში, ქალაქ ესკიშეჰირში გაემგზავრება, სადაც შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ მატჩებს ჩაატარებს თურქეთის, პოლონეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებას შეეცდება.

დასკვნით საწვრთნელ შეკრებას შემდეგი ფეხბურთელები გაივლიან:

დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი პაპავა, თედო კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი
(ყველა "დინამო" თბილისი), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი), ბუბა რუხაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), თორნიკე გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), ვალერი კილასონია ("სპარტაკი", ცხინვალი), ნოდარ კიკნაველიძე ("ზესტაფონი"), გურამ სამუშია ("ბაია", ზუგდიდი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით გელაშვილი ("სპარტაკი", ცხინვალი), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი), გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), კონსტანტინე ზარნაძე ("ოლიმპსი", ლატვია)

თბილისურ შეკრებას ყველა დაესწრება გიორგი ჭანტურიას გარდა. ჰოლანდიური "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდს პირდაპირ თურქეთში შეუერთდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი სასტავია ამათმა წარმატებას უნდა მიაღწიონ! მაგრად გბალეშიკობთ
dsd@dfsadf.com
13:45 31-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული