გიორგი დევდარიანი და მისი ფეხბურთელები სასტუმრო "სიმპათიაში" შეიკრიბებიან. გუნდი თბილისურ შეკრებას 6 ნოემბერს დაასრულებს და იმავე ღამეს თურქეთში, ქალაქ ესკიშეჰირში გაემგზავრება, სადაც შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ მატჩებს ჩაატარებს თურქეთის, პოლონეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან და ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებას შეეცდება.
დასკვნით საწვრთნელ შეკრებას შემდეგი ფეხბურთელები გაივლიან:
დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი პაპავა, თედო კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლევან ტყეშელაშვილი, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი
თბილისურ შეკრებას ყველა დაესწრება გიორგი ჭანტურიას გარდა. ჰოლანდიური "ვიტესისა" და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი გუნდს პირდაპირ თურქეთში შეუერთდება.
gff.ge