ჟურნალისტებს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ასისტენტი გიორგი მიქაძე გაგვესაუბრა:
- თურქეთში 17 მოთამაშით მივემგზავრებით, არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია იქ შემოგვიერთდება. ყველანი ჯანმრთელად არან, მათ შორის ლეგიონერებიც, "ვიტესის" ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი, "იაგელონიას" ნახევარმცველი მერაბ გიგაური და დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე.
მეტოქეთაგან ყველაზე ძლიერი თურქეთია, მაგრამ საქართველოს ნაკრებიც საკმაოდ კარგადაა მომზადებული და იმედი გვაქვს, ჯგუფში, სადაც ჩვენი
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 8 გუნდი უნდა გავიდეს - მასპინძელი (რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია) და ელიტრაუნდის 7 ჯგუფის გამარჯვებულები.
11 ნოემბერი
საქართველო-პოლონეთი
13 ნოემბერი
საქართველო-თურქეთი
16 ნოემბერი
საქართველო-ლუქსემბურგი
საქართველოს ნაკრების სათურქეთო შემადგენლობა:
მეკარეები: დავით ლეგაშვილი ("სასკო"), ლევან ტყეშელაშვილი (თბილისის "დინამო");
მცველები: არჩილ ტვილდიანი, თედო კაკულია, ნიკა სანდოხაძე, დავით ხოჭოლავა (ყველა - "დინამო2"), თორნიკე გრიგალაშვილი, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე - "ზესტაფონი");
ნახევარმცველები: ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი (სამივე - "დინამო"), ბუბა რუხაძე, ვალერი კილასონია (ორივე - ცხინვალის "სპარტაკი"), მერაბ გიგაური ("იაგელონია", პოლონეთი);
თავდამსხმელები: დავით გელაშვილი (ცხინვალის "სპარტაკი"), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"