U19 სრული დატვირთვით ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გუნდი აგრძელებს დასკვნით მზადებას თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში, სადაც 11 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება.

მეორე სავარჯიშო დღეს, წინა დღისგან განსხვავებით, 19-წლამდელებმა სხვა მოედანზე ივარჯიშეს, გაცილებით უკეთეს პირობებში. გუნდს გვიან ღამით შეუერთდა გიორგი ჭანტურია, რომელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა.

პირველი ვარჯიშისგან განსხვავებით, გიორგი დევდარიანმა გუნდი საკმაო ხანს ავარჯიშა და კარგადაც დატვირთა. მოთელვას ტაქტიკური ხასიათის ვარჯიშები და "კვადრატი" მოჰყვა, რის შემდეგაც, გუნდმა ნახევარ მოედანზე ორკარა ითამაშა.

სასტუმროში დაბრუნების შემდეგ კი, ფეხბურთელებს თეორიული მეცადინეობაც ჩაუტარდათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენს
ჯგუფში მოასპარეზე ყველა გუნდი (თურქეთი, პოლონეთი, ლუქსემბურგი) იმავე სასტუმროშია დაბინავებული, სადაც საქართველოს ნაკრები.

9 და 10 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ამავე გრაფიკით ივარჯიშებს. პირველ მატჩს კი, 11 ნოემბერს, პოლონეთთან გავმართავთ და ეს შეხვედრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. 

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული