U21. შვეიცარია-საქართველო - უკანასკნელი იმედის მატჩი

AutoSharing Option
უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიაშია და იქაურ 21-წლამდელებთან სათამაშოდ ემზადება. სოსო ჭედიას გუნდი ლუგანოში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), ჯონი შეროზია ("მერანი");
მცველები: საბა კვერკველია ("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), ნიკა აფაქიძე ("ბაია"), ლაშა კალანდაძე ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო"), ივანე კანდელაკი ("სკონტო");
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ჯამბულ ჯიღაური (ორივე - "დინამო"), ზვიად სიხარულია, ლუკა გუგუჩია (ორივე - "ბაია"), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო"), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი);
თავდამსხმელები:
ირაკლი ქობალია ("ბაია", ზუგდიდი), ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია).

შეგახსენებთ, ჩვენმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო შეხვედრა სწორედ შვეიცარიელებთან ჩაატარეს და 7 ოქტომბერს თბილისში ფრანსუა აფოლტერის გოლით სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. ამით შვეიცარიელებმა მკვეთრი ხაზი გაავლეს ჯგუფის ფავორიტებსა და აუტსაიდერებს შორის და დაამტკიცეს, რომ ესპანელებთან ერთად ფინალურ ეტაპზე გასვლის უმთავრესი კანდიდატები არიან.

თუმცა საქართველოს ნაკრებს მცირე შანსი მაინც დარჩა და მის შესანარჩუნებლად დღეს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ბუნებრივია, ეს ამოცანა ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჭედიას გუნდმა წინა მატჩი უიმედოდ სულაც არ წააგო და რიგ ეპიზოდებში ხეირიანადაც უტევდა, დღევანდელ საღამოს წარმატების გარკვეული იმედი მაინც უნდა გვქონდეს.

კარგი იქნება, თუ ჩვენი გუნდი შვეიცარიიდან დადებითი შედეგით დაბრუნდება, თორემ შესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩებს ოფიციალური სტატუსი ფორმალურადღა თუ შერჩება.

შვეიცარიაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გიორგი ჭანტურიას, ვალერი ყაზაიშვილსა და დავით ხოჭოლავას მოისაკლისებს, რომლებიც ამჟამად ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრების განკარგულებაში არიან და თურქეთში გასამართი შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან. უთუოდ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სჯობს, ეს ტრიო იმ ნაკრებს დაეხმაროს, რომელსაც ფინალურ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს.

* * *
რაც შეეხება შვეიცარიელთა შემადგენლობას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიერლუიჯი ტამიმ საქართველოსთან საშინაო და ესპანეთთან გასვლითი შეხვედრისთვის შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: რომან ბურკი ("გრასჰოპერი"), სტივენ დიანა ("სიონი"), ბენიამინ ზიგრისტი ("ასტონ ვილა", ინგლისი);
მცველები: ფილიპ კოხი, რაფაელ კოხი, რიკარდო როდრიგესი (სამივე - "ციურიხი"), ფრანსუა აფოლტერი ("იანგ ბოისი"), ფაბიო დაპრელია ("ბრეშა", იტალია), ტოლან შაკა ("ბაზელი"), ფრანსუა მუბანჟი ("სერვეტი");
ნახევარმცველები: ოლივერ ბუფი, იოსიპ დრმიჩი (ორივე - "ციურიხი"), ჰარის სეფეროვიჩი, ვულნეტ ბაშა (ორივე - "ქსამაქსი"), შტეფან ცუბერი ("გრასჰოპერი"), ალან ვისი ("ლუცერნი") ჰარის იანიკ კამბერი ("ლოზანა");
თავდამსხმელები: ნასიმ ბენ ხალიფა ("იანგ ბოისი"), სებასტიან ვიუტრიხი ("ლოზანა"), პაიტიმ კასამი ("ფულემი", ინგლისი), ნზუზი ტოკო ("ლუცერნი").

ტამიმ თბილისში საქართველოს ნაკრები შეაქო და მას მაღალი დონის გუნდი უწოდა, მაგრამ ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი მეტოქეს მეორეჯერაც დაამარცხებს. შვეიცარიელთა თავკაცი არც ესპანური ვოიაჟის წინ არის პესიმისტურად განწყობილი და აცხადებს, რომ ესტონეთში "დატოვებული" ქულების მიუხედავად, მის გუნდს ჯგუფში პირველობის შანსი არ დაუკარგავს.

* * *
შვეიცარია-საქართველო თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. მის ხილვას ტელეეკრანით ვერ შევძლებთ, მატჩის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი უეფას ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით შევიტყობთ. შეხვედრის არბიტრად უეფამ ბელარუსი სერგეი ცინკევიჩი დანიშნა.

* * *
ბოლოს მცირე სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგაცნობთ.
- საქართველოს ნაკრების წევრთაგან მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ, ლევან მჭედლიძემ დაარტყა, კარის მიმართულებით კი მან და თორნიკე თარხნიშვილმა - 3-3-ჯერ;
- ჩვენი გუნდიდან თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე მეტჯერ, 2-ჯერ, ნიკა ძალამიძე მოხვდა;
- ქართველთაგან ყველაზე მეტჯერ, 8-8-ჯერ მჭედლიძე და თარხნიშვილი დაჯარიმდნენ, ყველაზე მეტჯერ, 6-6-ჯერ კი მჭედლიძეს, ნიკა აფაქიძესა და ნიკა კვეკვესკირს ეუხეშნენ;
- საქართველოს ნაკრებმა მეტოქეთა კარის ჩარჩოში 13-ჯერ დაარტყა, რაც მატჩში საშუალოდ 3,25 დარტმას შეადგენს;
- ჭედიას გუნდმა კარის მიმართულებით 15-ჯერ დაარტყა (საშუალოდ 3,75-ჯერ მატჩში);
- საქართველოს ნაკრებმა მოაწოდა 15 კუთხური (საშუალოდ 3,75 მატჩში);
- ჩვენი გუნდი დაჯარიმდა 44-ჯერ (საშუალოდ 11-ჯერ მატჩში);
- ჩვენს წინააღმდეგ დაჯარიმდნენ 58-ჯერ (საშუალოდ 14,5-ჯერ მატჩში);
- ქართველებმა მიიღეს 9 გაფრთხილება (საშუალოდ 2,25 მატჩში);
- საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან არავინ გაუძევებიათ.

გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 11-2 9
2. შვეიცარია 3 2 1 0 5-0 7
3. საქართველო 4 1 0 3 3-10 3
4. ხორვატია 4 1 0 3 1-7 3
5. ესტონეთი 2 0 1 1 0-1 1

3 ივნისი
ხორვატია-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 თარხნიშვილი (5)

1 სექტემბერი
საქართველო-ესპანეთი 2:7
გოლები: 0:1 ისკო (3), 0:2 როდრიგო (11), 0:3 ისკო (21), 0:4 როდრიგო (29), 0:5 როდრიგო (30), 0:6 კანალესი (39), 1:6 ისკო მარტინესი (52. ს.კ.), 1:7 ბარტრა (61), 2:7 კვეკვესკირი (87)

ესტონეთი-შვეიცარია 0:0

5 სექტემბერი
ესპანეთი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 კანალესი (17. პენ.), 2:0 კანალესი (79)

შვეიცარია-ხორვატია 4:0

6 ოქტომბერი
ხორვატია-ესპანეთი 0:2

7 ოქტომბერი
საქართველო-შვეიცარია 0:1
გოლი: 0:1 აფოლტერი (56)

10 ოქტომბერი
ესტონეთი-ხორვატია 0:1

დარჩენილი მატჩები
10 ნოემბერი
შვეიცარია-საქართველო
ესპანეთი-ესტონეთი

14 ნოემბერი
ხორვატია-ესტონეთი
ესპანეთი-შვეიცარია

2012 წელი
31 მაისი
ესტონეთი-ესპანეთი

2 ივნისი
ხორვატია-შვეიცარია

5 ივნისი
ესტონეთი-საქართველო

15 აგვისტო
საქართველო-ხორვატია

6 სექტემბერი
საქართველო-ესტონეთი
შვეიცარია-ესპანეთი

10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენი მიკვირს ხალხო რა,არ შეიძლბა ასეთი "დაუნახაობა",ამ ნაკრებმა ამას ცინ სახლში 7:1 წააგო,ასაკით უფრო პატარებმა ბელგიასთან ამას წინ 9:0(თუმცა იქვე გამოასწორეს და მეორე მარტჩი "მხოლოდ" 3:0 დათმეს)და ამის ფონზე მხოლოდ 5:0 შვეიცარიასთან,თან სტუმრად "უდიდესი" პროგრესია,ეს კი უდაოდ ახალი მწვრთნელის,ჭედიას და ქეცბაიას კონსულტატობის დამსახურებაა!!!
daviti
01:57 11-11-2011
0
ბატონო ლევან, ამ სტატიას ვინმე თამაშის შემდეგ თუ წაიკითხავს ცინიკოსობას დაგწამებთ.... ახლა თამაშის მე-80 წუთია და 0:5-ს ვაგებთ.....
khaka
23:36 10-11-2011
0

სიახლეები პოპულარული