საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა აქ შეკრებაზე მყოფ აზერბაიჯანელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და თუ "მიხეილ მესხზე" მეზობლებს 3:0 მოუგო, ამჯერად რუსთავის "ფოლადზე" ფრეს დასჯერდა - 1:1.
ნოდარ აკობიას გუნდი გურამ გოშთელიანის გოლით დაწინაურდა, თუმცა აზერბაიჯანელებმა შეხვედრის მიწურულს გათანაბრება შეძლეს. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"