19-წლამდელებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გიორგი დევდარიანის თავკაცობით თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართა და მეტოქე ორბურთიანი სხვაობით 3:1 დაამარცხა.

მატჩში პირველი ორი გოლის ავტორები პოლონელი ფეხბურთელები გახდნენ, თუმცა მეორე გოლი საკუთარ კარში პავლოვსკიმ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ჩვენებმა დაწინაურება პირველივე ტაიმში მოახერხეს. შეხვედრის 41-ე წუთზე მეტოქის კარი "ვიტესის" ლეგიონერმა გიორგი ჭანტურიამ დალაშქრა. ხოლო მეორე ნახევარში ქართველმა ახალგაზრდებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდეს. მესამე გოლის ავტორი 76-წუთზე ლაშა პარუნაშვილი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 13
ნოემბერს თურქებს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 17:00 საათზე დაიწყება.

პოლონეთი-საქართველო 1:3 (1:2)
გოლი: 0:1 პრზიბილკო (21), 1:1 პავლოვსკი (31, ს.კ), 2:1 ჭანტურია (41), 3:1 პარუნაშვილი (76).
გაფრთხილება: ტადროვსკი (19), პავლოვსკი (21), ვიკტორსკი (55), პარუნაშვილი (76), სხირტლაძე (79)
არბიტრი: ოლივერ დრახტა (ავსტრია)

საქართველო: ლეგაშვილი, გრიგალაშვილი, სანდოხაძე, ხოჭოლავა, ტვილდიანი (კ), გიგაური, ყაზაიშვილი, რეხვიაშვილი (კილასონია, 60), სხირტლაძე (პაპავა, 81), პარუნაშვილი (კიკნაველიძე, 87), ჭანტურია.
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.

პოლონეთი: პავლოვსკი, ტადროვსკი, ფრუცი, პიეკარსკი (ბიჟევსკი, 71), ნალეპა (კ), დრევნიაკი, მილიკი, ზიელინსკი, ბაკი, პრზიბილკო, ვიკტორსკი.
მწვრთნელი: ვლადისლავ ჟმუდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გუნდია, ეგებადა გვეშველოს რამე, ყოჩაღ ბიჩებო,
ლეგა მაგარი მეკარე ხარ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული