11 ნოემბერი. თურქეთი. ესკიშეჰირი. სტადიონი "ანადოლუს უნივერსიტეტი"
პოლონეთი-საქართველო 1:3
გოლი: 0:1 პშიბილკო (21), 1:1 პავლოვსკი (31, საკუთარ კარში), 2:1 ჭანტურია (41), 3:1 პარუნაშვილი (76).
პოლონეთი საქართველო
პავლოვსკი ლეგაშვილი
ტადროვსკი გრიგალაშვილი
ფრიცი ხოჭოლავა
პეკარსკი სანდოხაძე)
ნალეპა ტვილდიანი
დრევნიაკი გიგაური
მილიკი რეხვიაშვილი
ზელინსკი პარუნაშვილი
ბონკი ყაზაიშვილი
პშიბილკო ჭანტურია
ვიკტორსკი სხირტლაძე
მთ. მწვრთნელი: მთ. მწვრთნელი:
ვ. ჟმუდა გ. დევდარიანი
პოლონეთი:
36. ბონკი - კამინსკი
71. პეკარსკი - ბიჟევსკი
სათადარიგოები: შრომნიკი, ოსირა, კოლოძეისკი, კამინსკი, კელბი, ბიშევსკი, დუდა
საქართველო:
60. რეხვიაშვილი - კილასონია
87. პარუნაშვილი - კიკნაველიძე
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, კალანდია, გელაშვილი, რუხაძე.
არბიტრი: ო. დრახტა (ავსტრია)
გაფრთხილება: ტადროვსკი (19), პავლოვსკი (31), ვიკტორსკი (55), პარუნაშვილი (78), სხირტლაძე (79)
გიორგი დევდარიანის გუნდმა შესარჩევი ციკლი ჩინებულად დაიწყო და პირველ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრები 3:1 დაამარცხა.
მე-8 წუთამდე პოლონელები უტევდნენ, შემდეგ კი, ნახევარმცველების დამაჯერებელი და მწვავე თამაშის წყალობით, ქართველები გამოცოცხლდნენ, თამაში დაალაგეს და შეუტიეს. თუმცა ანგარიში 21-ე წუთზე პოლონელებმა გახსნეს: ჩვენებმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგეს, პოლონელებმა მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს და მეკარესთან თითქმის მარტო დარჩენილმა კასპერ პშიბილკომ ზუსტი თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.
ორ წუთში არკადიუშ მილიკმა სახიფათოდ დაარტყა და მეკარე დავით ლეგაშვილმა იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა მასირებულად შეუტია და 31-ე წუთზე საპასუხო გოლი კურიოზულ ვითარებაში გაიტანა: საჯარიმო გიორგი ჭანტურიამ შეასრულა, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც დავით ხოჭოლავამ ბურთს თავით მიმართულება შეუცვალა - ყველას ეგონა, რომ პოლონელთა კიპერი ბურთს აიღებდა, მან კი წონასწორობა დაკარგა და ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეს ავტოგოლი კი არა, ხოჭოლავას გოლი უფრო იყო, რომელმაც გამორჩეულად და საიმედოდ ითამაშა.
ქართველთა შეტევები გაგრძელდა. მეტოქის მცველებს აქტიურობითა და ფინტებით მოსვენებას არ აძლევდნენ ჭანტურია და დავით სხირტლაძე, რომელიც მშვენივრად გამოიყურებოდა ცენტრფორვარდის პოზიციაზე. ჭანტურია 41-ე წუთზე რამდენიმე მცველს ლამაზი მოძრაობით გასცდა და ძლიერი, დაბალი დარტყმით სთანაგუნდელები პირველივე ტაიმში დააწინაურა - 2:1.
მეორე ტაიმი პოლონელთა შეტევებით დაიწყო, თუმცა საიმედოდ გამოიყურებოდა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზი და მეკარე ლეგაშვილი, რომელმაც არაერთხელ გამოიჩინა თავი დამაჯერებელი თამაშით. გააქტიურდნენ ვაკო ყაზაიშვილი და ლაშა პარუნაშვილი. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად გავიდა მესამე გოლი. მარცხენა ფლანგზე შეტევა ყაზაიშვილმა წამოიწყო, მეურვეს დრიბლინგით გასცდა და ბურთი საჯარიმოში შეჭრილ ჭანტურიას შეაყოლა, რომელმაც მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა; ბურთი ძელს მოხვდა, ლაშა პარუნაშვილმა კი დამატებაზე ყველას დაასწრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
ჯგუფის მეორე შეხვედრა თურქეთსა და ლუქსემბურგს შორის მასპინძლეთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. ასე რომ, მომდევნო, 13 ნოემბრის ტურს თურქეთი და საქართველო ერთმანეთს ჯგუფის ლიდერების რანგში შეხვდებიან.
თურქეთი 3:0 ლუქსემბურგი
გოლები: 1:0 ჩალხანოღლუ (17), 2:0 იოკუშლუ (60), 3:0 ილმაზი (73).
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი წლეულსვე გაიმართება ესტონეთში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"