ქართველი 19-წლამდელები თურქებს დაუზავდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში თურქეთის ნაკრებს 1:1 დაუზავდა. ქართველები დავით სხირტლაძის 65 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება მხოლოდ 9 წუთი შეძლეს. 74 წუთზე თურქებმა ოკან დერიჯის გოლით ანგარიში გაათანაბრეს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: დავით გელაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, დავით ხოჭოლავა, არჩილ ტვილდიანი, მერაბ გიგაური, ვალერი კავაზაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი(კილასონია, 55), დავით სხირტლაძე(კიკნაველიძე, 86), ლაშა ფარუნაშვილი, გიორგი ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე.

გოლი: დავით სხირტლაძე (65) 1:0, ოკან დერიჯი (74) 1:1.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ამბავია.

კავაზაშვილი არა, ყაზაიშვილი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული