დღეს პალანგა იწყება

AutoSharing Option
დღეიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლიტვაში, პალანგის საერთაშორისო ტურნირზე იწყებს ასპარეზობას და შარშან მოპოვებული გამარჯვების შენარჩუნებას შეეცდება. ჩვენი გუნდის შეკრების, იქ გამართული საკონტროლო მატჩებისა და შემადგენლობის შესახებ უკვე გესაუბრეთ და ახლა მხოლოდ ტურნირის კალენდარს შემოგთავაზებთ.

დღეს, თბილისის დროით დღის 2-ის ნახევარზე კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი B ჯგუფის პირველ მატჩში აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება, ხვალ 20 საათზე უკრაინელებს დაუპირისპირდება, 27 აგვისტოს კი, 14 საათზე, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩი გველის ლატვიასთან. პირველ ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები პალანგასთან ახლოს მდებარე კრეტინგაში ჩაატარებს, ლატვიას კი თვით
პალანგაში ეთამაშება.

28 აგვისტო ტურნირის დასკვნითი დღეა. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები – ტურნირის მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ, მესამეები – მეხუთესთვის, მეოთხეები კი შესაბამისად – მეშვიდესთვის.

შეგახსენებთ, პალანგის ტურნირის A ჯგუფში ლიტვა, ბელარუსი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული