საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ლიტვაში ,ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირ „პალანგის თასზე“ გამოსვლა წარმატებით დაიწყო.
ჩვიდმეტწლამდელებმა პირველი შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.
მოლდაველების წინააღმდეგ მთავარმა მწვრთნელმა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
1.თებიძე
2. მთივლიშვილი
3. ცნობილაძე
4. სანდუხაძე
5. ჭიღვარია
6. ჰუფნაგელი
7. გოგიჩაიშვილი
8. ჯავახიშვილი
9. არაბული
10. ფანცულაია
11. სამუშია
შეცვლაზე შემოვიდნენ: გუდავაძე, როგავა, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, ხანთაძე.
გოლები: ჭიღვარია, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, დუბლი შეასრულა არაბულმა.
საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ თბილისის დროით 7 საათზე უკრაინის ნაკრებთან გამართავს.
სფფ–ს პრესსამსახური