მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანეს

AutoSharing Option

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა გუნდმა კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით ლიტვაში ,ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირ „პალანგის თასზე“ გამოსვლა წარმატებით დაიწყო.

ჩვიდმეტწლამდელებმა პირველი შეხვედრა მოლდოველ თანატოლებთან გამართეს და დამაჯერებელი ანგარიშით 6:0 გაიმარჯვეს.

მოლდაველების წინააღმდეგ  მთავარმა მწვრთნელმა ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

1.თებიძე
2. მთივლიშვილი
3. ცნობილაძე
4. სანდუხაძე
5. ჭიღვარია
6. ჰუფნაგელი
7. გოგიჩაიშვილი
8. ჯავახიშვილი
9. არაბული
10. ფანცულაია
11. სამუშია

შეცვლაზე შემოვიდნენ: გუდავაძე, როგავა, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, ხანთაძე.

გოლები: ჭიღვარია, სარჯველაძე, კაჭარავა, მარკოზაშვილი, დუბლი შეასრულა არაბულმა.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ხვალ თბილისის დროით 7 საათზე უკრაინის ნაკრებთან გამართავს.

სფფ–ს პრესსამსახური

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული