უკრაინამ გაგვამწარა

AutoSharing Option
პალანგის საერთაშორისო ტურნირის შთამბეჭდავად დაწყების შემდეგ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებული სვლის გაგრძელება ვერ შეძლო და მეორე ტურში უკრაინასთან 0:3 განადგურდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი მეტოქეს თავიდან კი ტოლსწორად ებრძოლა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში. სამივე გოლი საქართველოს ნაკრებმა შესვენების შემდეგ გაუშვა.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: თებიძე, მთივლიშვილი, ცნობილაძე, სანდუხაძე, ჭიღვარია, ჰუფნაგელი, გოგიჩაიშვილი, ჯავახიშვილი, არაბული, ფანცულაია, სამუშია.

შეცვლაზე შევიდნენ: გუდავაძე, მარკოზაშვილი, ხანთაძე, კაჭარავა, როგავა, სარჯველაძე.

ცნობისათვის, პირველ ტურში უკრაინის ნაკრებმა ლატვიას 2:1 მოუგო, გუშინ კი ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ჩვენს მიერ 6:0
განადგურებულმა მოლდოვამ იგივე ლატვია 3:1 დაამარცხა. ხვალ ბოლო ტურია. საქართველო თბილისის დროით 14 საათზე ჯგუფის აუტსაიდერ ლატვიას ხვდება, უკრაინა კი შესაბამისად, მოლდოვას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, ფინალში თამაშის უფლებას მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. B ჯგუფის მოგების შანსები კი მიზერულიღა დაგვრჩა. საამისოდ საჭიროა, მოვუგოთ ლატვიას და უკრაინამ წააგოს მოლდოვასთან. ამაზე უფრო რეალური ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა და ტურნირის მესამე ადგილისთვის თამაშია. საამისოდ ლატვიასთან ფრეც გვყოფნის. ტურნირის ფინალი და მატჩები მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილისთვის 28 აგვისტოს გაიმართება.

ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1. უკრაინა 2 2 0 0 5-1 6
2. საქართველო 2 1 0 1 6-3 3
3. მოლდოვა 2 1 0 1 3-7 3
4. ლატვია 2 0 0 2 2-5 0

აქვე A ჯგუფის სიტუაციასაც გადავხედოთ:

1. ლიტვა 2 1 1 0 3-2 4
2. ბელარუსი 2 1 0 1 4-3 3
3. აზერბაიჯანი 2 1 0 1 4-4 3
4. ყაზახეთი 2 0 1 1 2-4 1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული