თბილისში ოთხთა ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩატარდეს ექსპერიმენტული ტურნირი ამიერკავკასიის ქვეყნების: საქართველოს, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ასაკობრივი ნაკრები გუნდების მონაწილეობით.

უეფას გადაწყვეტილებით, ორ ტურნირში, რომელიც 14–22 აპრილს თბილისში გაიმართება, ოთხი ქვეყნის 16 წლამდე ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდები და 17 წლამდე ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ევროპული საფეხბურთო ოჯახის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული ტურნირის სრული ორგანიზება და მასზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა.

როგორც უეფას გენერალური მდივნის მოადგილისა და ნაციონალური ასოციაციების განყოფილების ხელმძღვანელის, თეოდორე თეოდორიდისის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, აპრილში დაგეგმილი ოთხთა ტურნირი კარგი
რეპეტიცია იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მომავალში ჩვენს ქვეყანაში დიდი სპორტული ღონისძიებებისთვის.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული