U17: კარგი პრაქტიკა "პრეზიდენტის თასზე"

AutoSharing Option
28 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ყაზახეთში 17-წლამდელთა ნაკრებებს შორის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება დაიწყება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.

ალმათიში ნოდარ აკობიას მიერ გაწვრთნილი გუნდი გაემგზავრება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში შემოდგომიდან ჩაერთვება.

გაიმართა წილისყრა, რომელმაც "პრეზიდენტის თასის" 8 მონაწილე ორ ჯგუფში გაამწესა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად აზერბაიჯანი, ირანი და ჩინეთი ერგო. აკობიას გუნდი მატჩებს ამავე თანმიმდევრობით ჩაატარებს 28-29 აპრილსა და 1 მაისს.

2 მაისს ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, მეორეადგილოსნები ტურნირის მესამე ადგილს გაითამაშებენ, მესამეადგილოსნები - მეხუთეს,
ბოლოადგილოსნები - მეშვიდეს.

ცნობისთვის, A ჯგუფში მასპინძელი ყაზახეთი, უნგრეთი, თურქმენეთი და სომხეთი ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული