შეგვიძლია თუ არა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა?

AutoSharing Option
პიერლუიჯი ტამის მიერ გაწვრთნილმა შვეიცარიელმა ახალგაზრდებმა ლუგანოს "სტადიო დე კორნარედოზე" ირლანდიას 1:0 სძლიეს და ჩვენს ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს. ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ფაბიან ფრაიმ გაიტანა. II შესარჩევ ჯგუფში სადღეისოდ ასეთი მდგომარეობაა:

  თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 10 6 2 2 15-8 20
2. საქართველო 9 4 3 2 12-7 15
3. თურქეთი 9 4 1 4 12-11 13
4. ესტონეთი 10 3 3 4 9-16 12
5. სომხეთი 9 3 1 5 16-19 10
6. ირლანდია 9 1 4 4 11-14  7

7 სექტემბერს ბოლო ტურში თურქები ირლანდიას ქოჯაელის "ისმეტფაშას" სტადიონზე უმასპინძლებენ, ოთარ გაბელიას შეგირდები კი თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სომხეთს მიიღებენ.

საქართველოს სომხეთთან ფრეც ჰყოფნის ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად. ირლანდიასთან მოგებით ჩვენი დაწევა თურქეთს შეუძლია,

მაგრამ რაკი მათ ორივე შეხვედრა მოვუგეთ (4:0, 1:0) და სომხეთთან ფრის შემთხვევაშიც ვინარჩუნებთ მეორე ადგილს. მაგრამ საკმარისია კი ეს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად?

ტურნირის დებულებაში ვკითხულობთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშობს 8 გუნდი - მასპინძელი, პლუს პლეი ოფში გამარჯვებული 7 გუნდი. საუკეთესო "შვიდეულს" ჯგუფის გამარჯვებულებსა (სულ 10) და პლუს 4 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის პლეი ოფში გამარჯვებულები გამოავლენენ. წყვილები შინ და გარეთ ითამაშებენ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი ჯგუფში ჩარჩება...

ასე რომ, თბილისში სომხებს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და რაც შეიძლება დიდი ანგარიშით, რადგან ბურთების შეფარდებასაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

ახლა იმაზე, თუ როგორ შეირჩევა 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი. 10 ჯგუფიდან ორში (I და II, ანუ ჩვენი) 6-6 გუნდია, დანარჩენ რვაში კი 5-5. ბუნებრივია, 6 და 5-გუნდიანი ჯგუფის მეორეადგილოსნები არათანაბარ მდგომარეობაში არიან. ამის გამოსარიცხად, ანუ ქულები თანაბარი რაოდენობის თამაშებიდან რომ დაითვალოს, 6-გუნდიანი ჯგუფების მეორეადგილოსნებს ბოლოადგილოსანთან დაგროვილი ქულები აკლდებათ.

ამ წესის გათვალისწინებით, საქართველო ახლა 13-ქულიანია, რადგან ბოლოადგილოსან ირლანდიასთან ორივე მატჩი ფრედ ითამაშა. სამწუხაროდ, ქულები მარტო ჩვენ და რუსეთს გვაკლდება, რადგან მხოლოდ ჩვენი ჯგუფებია 6-გუნდიანი. რუსეთს აუტსაიდერებთან მაქსიმუმი - 6 ქულა აქვს მოპოვებული და ჩვენზე მეტი დააკლდება.

თუმცა აქ მეორე ვარიანტია - თურქეთთან ირლანდიამ რომ მოიგოს, 10 ქულას დააგროვებს და თუკი თბილისში სომხებს მოვუგეთ, მათ თანაბარი ქულები (10-10) უგროვდებათ. ასეთ შემთხვევაში, რომელი მათგანი დარჩება ბოლო ადგილზე? სომხებს მეტი მოგება აქვთ, ირლანდიას ორივე შეხვედრა მოუგეს - ანუ, ირლანდია მაინც ბოლოზე რჩება.

ეგ არის, რომ საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად არც ესაა საკმარისი. ჯერ - სომხეთი რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ, ბურთების უკეთესი სხვაობა რომ შევიქმნათ. მეორე - სხვა ჯგუფებში მეორეადგილოსნებს მეტი ქულაც აქვთ დაგროვილი, თუნდაც აუტსაიდერებთან გამოკლებულის გათვალისწინებით.

ესტონეთში სასტარტო მატჩი ფრედ რომ დაგვემთავრებინა და ირლანდიასთან თუნდაც ერთი თამაში მოგვეგო, საკმაოდ კარგი შანსი გვექნებოდა. მაგრამ მცირე შანსიც შანსია. ბოლოს კი, მეტი თვალსაჩინოებისთვის, ვნახოთ რა მდგომარეობაა ამ მომენტისთვის მეორეადგილოსნებს შორის.

ჯ გ ბ/სხ ქ
V ისლანდია +20 16 
IV ესპანეთი +9 16
I რუსეთი +16 15
VIII ბელგია +3 15
X ავსტრია +7 14
IX ინგლისი +5 14
VII სლოვაკია +3 14
III იტალია +6 13
II საქართველო +5 13
VI ჩერნოგორია +3 13
(ჯ - ჯგუფი, გ - გუნდი, ბ/სხ - ბურთების სხვაობა, ქ - ქულები)

 

 

 

მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატიის ავტორს, ერთი უზუსტობა შეეპარა: რუსეთი ნაკრებს ჯგუფის ბოლო ადგილოსან ანდორასთან აღებულ 6 ქულასთან ერთად ანდორასთან გატანილი ბურთებიც აკლდება, ანუ რუსეთის ნაკრებს ამჟამად გამოსდის 15 ქულა და ბურთების ბალანსი +8
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული