გიორგი დევდარიანის საგანგებო განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - გიორგი დევდარიანმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში საგანგებო, ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად, სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა საკუთარი ნებით დავტოვო. "ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს"... ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები.

მაისში, ელიტრაუნდზე მე
ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ. მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში. დიდი მადლობა" - განაცხადა გიორგი დევდარიანმა.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი მართლაც პროფესიონალი და ჩამოყალიბებულიპიროვნება,მალადეც აი ესეთები ჭირდება დღეს ქართულ ფეხბურთს
vasiko basiladze
14:36 27-02-2012
0
მომწონს ეს კაცი როგორც მწვრთნელი და როგორც პიროვნება. გაწონასწორებული, ჩამოყალიბებული,თავისი საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია თავმდაბალია. ჩემი აზრით თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელია და მჯერა მისი. სულმოუთქმელად ველი როდის დაუბრუნებს დინამოს ძველ დიდებას.
dadu
14:47 27-02-2012
0

სიახლეები პოპულარული