U19: ელიტრაუნდის კალენდარი ცნობილია

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის კალენდარი გამოაქვეყნა.

სანამ ჩვენი 19-წლამდელების ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას შევიტყობდეთ, მანამდე საქართველოს ნაკრების ჯგუფის განრიგს გადავხედოთ:

25 მაისი
ბოსნია-საქართველო
ხორვატია-ავსტრია

27 მაისი
საქართველო-ხორვატია
ბოსნია-ავსტრია

30 მაისი
ავსტრია-საქართველო
ხორვატია-ბოსნია

მოგვიანებით დადგინდება შეხვედრათა გამართვის ქალაქები და მატჩების მომსახურე მსაჯები.

შეგახსენებთ, ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია მასპინძლობს, ფინალურ ეტაპზე კი, რომელიც 3-დან 15 ივლისამდე ესტონეთში გაიმართება, მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

რა თქმა უნდა, ელიტრაუნდში სუსტი მეტოქეები არ არსებობენ, მაგრამ სხვა ჯგუფების შემადგენლობას
რომ გადავხედოთ, დავრწმუნდებით, რომ საქართველოს ნაკრებს წილისყრაში გაუმართლა, კალენდარს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა კარგი უნდა იყოს, რომ ტურნირს მასპინძლებთან დაპირისპირებით არ ვიწყებთ.

იმედია, ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი დევდარიანს არანაკლებ კვალიფიციური მწვრთნელი შეცვლის და ჩვენი 19-წლამდელები ელიტრაუნდისთვის სრულყოფილად მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული