17-წლამდელები "ელიტურ" სამზადისს შეუდგნენ

AutoSharing Option
5 მარტიდან, საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელსაც თვის ბოლოს, თბილისში ელიტრაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩები ელის.

ნაკრების თავკაცმა - ვასილ მაისურაძემ გუნდი თბილისში, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრიბა. ამჯერად, მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია:

ნიკა შერმადინი, დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, დავით დარციმელია, ნიკოლოზ ჭანტურია, ამირან გუგუშვილი (ყველა "ლოკომოტივი", თბილისი), აჩიკო მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, თორნიკე მაჭავარიანი, ივანე წილოსანი, ალექსანდრე გურეშიძე (ყველა "დინამო" თბილისი), ბექა მელიქიძე, ალეკო ადამია, გიორგი აბურჯანია,
ლაშა დვალი (ყველა "ოლიმპი", თბილისი), ნიკოლოზ ახვლედიანი, თორნიკე ტურავა ("ბაია", ზუგდიდი)

საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ჩვენი გუნდი ლუქსემბურგშიც გაემგზავრება, სადაც 13 და 15 მარტს, იქაურ თანატოლებთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი, U17 საწვრთნელი შეკრების დასკვნით ეტაპზე გადავა.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული