დათა ხოჭოლავა ელიტრაუნდში ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კვიპროსში ემზადება. გუნდმა შეკრება რომ დაიწყო, ახალი მთავარი მწვრთნელის სიაში არ იყვნენ "დინამოს" ძირითადში დაწინაურებული არჩილ ტვილდიანი და დათა ხოჭოლავა.

ტვილდიანი თბილისური კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს და კორღალიძემ მიზანშეუწონლად ჩათვალა მისი გუნდიდან მოწყვეტა. ხოჭოლავა კი ტრავმირებულია.

ხოჭოლავამ ფეხი "დინამოს" ესპანურ შეკრებაზე დაიზიანა - მას შემდეგ 18 წლის მცველი მოედანს ვერ დაუბრუნდა.

როდესაც დათას ამბით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ ის სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად გერმანიაში მიემგზავრება; მაგრამ ყველაზე სამწუხარო ესაა: როდესაც ფეხბურთელს ვკითხეთ, შეძლებს თუ არა მაისში
ხორვატიაში გასამართი ელიტრაუნდისთვის მოედანზე დაბრუნებას, სამწუხარო პასუხი მივიღეთ - დათას თქმით, ის თამაშს მხოლოდ სექტემბრისთვის მოახერხებს.

დათა ხოჭოლავას არყოფნა 19-წლამდელთა ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე და ლიდერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული