ვასილ მაისურაძე: ეიფორიიდან უნდა გამოვიდეთ და ევროპისთვის მოვემზადოთ!

AutoSharing Option
31 მარტს გამართულ საქართველო-უკრაინის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სტუმართა თავკაცი ალექსანდრ პეტრაკოვი არ მოსულა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ კი, ბუნებრივია, ემოციურად ისაუბრა.

მასთან ერთად, მედიის წინაშე საქართველოს ნაკრების მეკარე ალექსანდრე ადამია და გამარჯვების გოლის გამტანი ალექსანდრე მზევაშვილი წარსდგნენ.

ვასილ მაისურაძე:
- დიდი მადლობა ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს მხარში დაუდგა. განსაკუთრებული მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, რომლებმაც დიდი ძალა შეგვმატეს.
მადლობა ბიჭებს იმისთვის, რომ უბრალოება შეინარჩუნეს და თავში არ აუვარდათ, არ გაყოყოჩდნენ.

ელიტრაუნდის თითოეული მატჩისთვის მზად ვიყავით. ყოველ საღამოს თეორიული მეცადინეობა გვქონდა და
ვიცოდით, რომელ მეტოქესთან რა უნდა მოგვემოქმედა.
საბედნიეროდ, ბოლო აკორდიც წარმატებული გამოგვივიდა და ამხელა შედეგს მივაღწიეთ.

ასეთი გამარჯვებები შემთხვევით არ მოდის, მას დიდი შრომა და ბრძოლა სჭირდება. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ესპანურ და ინგლისურ ფეხბურთს წამოვეწიეთ, მაგრამ ამ კონკრეტული გამარჯვებით მაინც დიდი საქმე გავაკეთეთ.

- ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რა შანსები გვაქვს?
- შანსები თითქოს არც ელიტრაუნდში გვქონია, მაგრამ ყველა პროგნოზი თავდაყირა დავაყენეთ. თუმცა ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ფინალურ ეტაპზე გასვლა შეგვეძლო.

ევროპის ჩემპიონატზეც მაღალი შედეგებისთვის ვიბრძოლებთ. ამ ემოციური ფონიდან მალე უნდა გამოვიდეთ. ევროპის ჩემპიონატი კარს მოგვადგა და მისთვის ღირსეულად უნდა მოვემზადოთ.

- აბურჯანიასთან დაკავშირებული გაუგებრობა მოგვარებულია?
- არავითარი პრობლემა არ არსებობს, აბურჯანია კვლავ საქართველოს ნაკრების წევრია.

ალექსანდრე ადამია:
- მადლობა ყველას, ვინც საქართველოს ნაკრებს ასე ერთგულად ედგა გვერდში. ეს ხომ მხოლოდ ნაკრების კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

ალექსანდრე მზევაშვილი:
- გულშემატკივართა თანადგომის გარეშე ასეთ ძლიერ ჯგუფში გამარჯვება წარმოუდგენელი იქნებოდა. დიდი მადლობა ქომაგებსაც და ჩვენი გუნდის წევრებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საღოლ ბიჩები გენაცვალეთ. ჯიგრები ხართ . ალექს ჩემი ძმა ხარ მზევაშვილი
lashaaaa sanzonaa
21:56 07-06-2012
0
აბურჯანიასთან დაკავშირებით რა გაუგებრობაზეა ლაპარაკი?იქნებ ან სტატიის ავტორმა,ან სხვა ვინმემ გაგვარკვიოთ?
daviti
16:25 02-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული