17-წლამდელთა ნაკრებმა "შტურმის" 18-წლამდელთა გუნდი 4:0 დაამარცხა

AutoSharing Option
24 აპრილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ავსტრიაში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე და ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის ემზადება, პირველი ტესტ-მატჩი გამართა.

პატარა "ჯვაროსნებმა" ავსტრიული "შტურმის" 18-წლამდელებთან მოსინჯა ძალები და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა, ვანო წილოსანმა, რომან ჭანტურიამ და არჩილ მესხმა გაიტანეს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 აპრილს გამართავს. ჩვენების მომდევნო ტესტ-მეტოქე ადგილობრივი, სენტ-ვაიტის გუნდი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ გაითვალისწინა რა ქართველი გულშემატკივრების დიდი ინტერესი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მიმართ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა რეპორტაჟები შეიძინა
და 4, 7 და 10 მაისს ყველას ექნება საშუალება, პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლას ევროპის პირველობაზე.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული