17-წლამდელთა ნაკრებმა სენტ-ვაიტის გუნდის 19-წლამდელებს 13:0 მოუგო

AutoSharing Option
28 აპრილს, ავსტრიაში მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა.

17-წლამდელები ქალაქ სენტ-ვაიტის გუნდის 19-წლამდელებს შეხვდნენ და არასაფეხბურთო ანგარიშით - 13:0 დაამარცხეს მეტოქე.

მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა დავით ჯიქიამ; დუბლი გაიფორმა რომან ჭანტურიამ. თითო ბურთი კი, დავით დარციმელიამ, ნიკოლოზ ახვლედიანმა, არჩილ მესხმა, გიორგი აბურჯანიამ, გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა დვალმა და გიორგი გაბაძემ გაიტანეს. ერთი ბურთი მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.

ქართველთა წინასაევროპო, ავსტრიული შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენს გუნდს მეტი ამხანაგური შეხვედრა აღარ ექნება და ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დღეებს, მხოლოდ ვარჯიშს დაუთმობს.

2
მაისს კი, ავსტრიული სენტ-ვაიტიდან გუნდი ავტობუსით გაემგზავრება ლიუბლიანაში, სადაც მათ სფფ-ის დელეგაციაც შეუერთდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდით ბიჭებო გენაცვალეთ მთელი ქვეყანა გბალეშიკობთ.
ისევ ისე ჯიგრიანად ითამაშეთ რითიც ამხელა სიყვარული დაიმსახურეთ მთელი ქვეყნის.
წარმატებები ღმერთი თქვენსკენ
messi 001
01:47 30-04-2012
0
მიდით ბიჭებო, გვასახელეთ ევროპაზეც! გენაცვალეთ თქვენ!
kobakaxeti
20:37 29-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული