17-წლამდელთა ნაკრებმა სენტ-ვაიტის გუნდის 19-წლამდელებს 13:0 მოუგო

AutoSharing Option
28 აპრილს, ავსტრიაში მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე ტესტ-მატჩი გამართა.

17-წლამდელები ქალაქ სენტ-ვაიტის გუნდის 19-წლამდელებს შეხვდნენ და არასაფეხბურთო ანგარიშით - 13:0 დაამარცხეს მეტოქე.

მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა დავით ჯიქიამ; დუბლი გაიფორმა რომან ჭანტურიამ. თითო ბურთი კი, დავით დარციმელიამ, ნიკოლოზ ახვლედიანმა, არჩილ მესხმა, გიორგი აბურჯანიამ, გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა დვალმა და გიორგი გაბაძემ გაიტანეს. ერთი ბურთი მეტოქემ საკუთარ კარში გაიტანა.

ქართველთა წინასაევროპო, ავსტრიული შეკრება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენს გუნდს მეტი ამხანაგური შეხვედრა აღარ ექნება და ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დღეებს, მხოლოდ ვარჯიშს დაუთმობს.

2
მაისს კი, ავსტრიული სენტ-ვაიტიდან გუნდი ავტობუსით გაემგზავრება ლიუბლიანაში, სადაც მათ სფფ-ის დელეგაციაც შეუერთდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია მოგება,მაგრამ მთავარია არ მოადუნონყურადღება ამხანაგური მატჩების შედეგების გამო.წინ დიდი ბრძოლები ელით!ვუსურვებ გამარჯვებებს და ქართველი გულშემატკივრებისთვის სიხარულის მოტანას!
boka
15:36 29-04-2012
0
მიდით ბიჭებო, გვასახელეთ ევროპაზეც! გენაცვალეთ თქვენ!
kobakaxeti
20:37 29-04-2012
0

სიახლეები პოპულარული