UEFA.COM: ქართველი პელე თავისი გუნდით ამაყობს

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებსა და მის თავდამსხმელზე, დავით ჯიქიაზე წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ქართველი პელე თავისი გუნდით ამაყობს
დენ როსი ლუბლიანადან
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას ტრიბუნიდან თვალს თვით საქართველოს პრეზიდენტი ადევნებდა. ეს კი დავით ჯიქიას მისი გუნდის წარმატების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ახსენებდა.

პირველსავე ტაიმში ფეხბურთელის გაძევებამ საქართველოს ნაკრების ამოცანა მნიშვნელოვნად გაართულა, რომელსაც ფინალში ჰოლანდია-გერმანიის წყვილის კიდევ ერთხელ გამეორება სულაც არ სურდა.

ალბერტ სტეივენბერგის შეგირდებმა უმცირესობაში დარჩენილი მეტოქის გატეხვა მხოლოდ 64-ე წუთის შემდეგ შეძლეს. მატჩის უკანასკნელ წუთებზე
გაშვებულმა ორმა გოლმა ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა ბრწყინვალე გამოსვლას წერტილი დაუსვა.

მატჩის დასრულების შემდეგ uefa.com საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ დავით ჯიქიას ესაუბრა.

"თამაში მართლაც კარგი გამოვიდა. კარგად ვიცავდით თავს, - თქვა ფეხბურთელმა. - მაგრამ ჩვენი კაპიტნის გაძევების შემდეგ ჰოლანდიელები ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდნენ და დამსახურებულად გაიტანეს".

Sportall.Geვასილ მაისურაძის გუნდი 17-წლამდელთა შორის წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის ნამდვილი აღმოჩენა გახდა. მან ტურნირზე წარმატებით დაძლია ჯგუფური ეტაპი, სადაც ისეთი მეტოქეები ჰყავდა, როგორებიც გერმანია და საფრანგეთია.

"ჩვენ ტურნირზე გამოსვლით კმაყოფილნი ვართ, - თქვა ტექნიკურმა ფორვარდმა, რომელსაც კოლეგებმა მეტსახელად პელე შეარქვეს. - ამაყი ვარ ყველა ჩემი თანაგუნდელით და მინდა მათ თავდადებისთვის მადლობა გადავუხადო. მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და ბოლომდე იბრძოლეს.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი იყო და მიუხედავად მარცხისა, ტურნირი ჩვენთვის წარმატებული იყო. მომავალში კი, იმედი მაქვს, კიდევ უფრო უკეთესად გამოსვლასაც შევძლებთ".

საქართველოს ნაკრების წლევანდელ ასპარეზობას სხვაგვარად ვერ უწოდებ, თუ არა მქუხარეს. თავად ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა სლოვენიაში, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ჰოლანდიელებთან მატჩში მხარი დაეჭირა.

ამის შესახებ ინფორმაცია ქართველი ფეხბურთელებისთვის თავიდან გასაიდუმლოებული იყო, თუმცა მათ შუა თამაშში შეიტყვეს სახელმწიფოს მეთაურის ტრიბუნაზე ყოფნის ამბავი.

"თამაშამდე პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ თამაშის მსვლელობისას გავიგეთ, რომ ის სტადიონზე იმყოფებოდა, - აღიარა ჯიქიამ. - როდესაც ის დავინახეთ, კიდევ უფრო მეტი თავდადებით ავთამაშდით.

ამ ფაქტმა ჩვენი მოტ
Sportall.Geივაცია მნიშვნელოვნად გაზარდა.

სახელმწიფოს მეთაურის სლოვენიაში ვიზიტის გამო სიამაყის გრძნობა დაგვეუფლა. მართალია, ჰოლანდიელებთან დამარცხების გამო გულდაწყვეტილნი ვართ, მაგრამ პრეზიდენტის ჩამოსვლამ გვაგრძნობინა, რომ ტურნირზე კარგად გამოვედით. ნახევარფინალში გასვლაც ჩვენთვის მიღწევაა", - თქვა თავდამსხმელმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ასეტმა პატარა ბიცჰმა ამდენი პატხალიმი როდის ისწავლე
mari
20:48 14-05-2012
0
არადა ეს ინტერვიუები სულ ერთი კაცის ნაწვალებია. ამ ბიჭებს ახლოს ვიცნობ და საიდან ამდენი ......
messi
21:18 14-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული