ოთარ გაბელია: მჯერა, 17-წლამდელთა ეს თაობა კიდევ უფრო წინ წავა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ნახევარფინალშიც გავიდა და ფინალამდე ცოტაღა დააკლდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ გუნდზე აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს ვთხოვეთ.

ოთარ გაბელია:
- სლოვენიაში ჩვენმა ნაკრებმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი, რასაც ქართული ფეხბურთის ყველა ქომაგს ვულოცავ. მეტი გამოცდილების პირობებში უკეთესი შედეგიც იქნებოდა.

მჯერა, ეს თაობა კიდევ უფრო წინ წავა, ოღონდაც მეტი მონდომება იქნება საჭირო. ეს ფეხბურთელები მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდნენ.

- ამ გუნდის მეკარეზე რას იტყოდით?
- უდავოდ პერსპექტიული მეკარეა.
ცოტას კი ნერვიულობდა, მაგრამ ეს ბუნებრივიცაა - ასეთი რანგის ტურნირზე ხომ პირველად გამოდიოდა.

უშიშრად, საერთო ჯამში, ნორმალურად ითამაშა. ხელმოსაკიდი ახალგაზრდაა, შეუძლია კარგად განვითარდეს.

რაც შეეხება მის სიმაღლეს, მთავარია, ბურთები დაიჭიროს კარგად, თორემ ჯერ 17 წლისაა და, ალბათ, რამდენიმე სანტიმეტრს კიდევ მოიმატებს.

"ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
არჩილ არველაძე: ის უფრო მახარებს, ჩვენმა 17-წლამდელებმა გუნდური თამაში რომ აჩვენებს
თენგიზ სულაქველიძე: ჩვენს 17-წლამდელთა ნაკრებში გუნდი უფრო ჩანდა, ვიდრე ფეხბურთელები

ნოდარ აკობია: ჩვენი 17-წლამდელებისთვის ნახევარფინალი მაქსიმუმი არ იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული