14-წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილს ჩააბარეს

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხუთი თვე ვაკანტური იყო. გუნდის თავკაცს, გოჩა ტყებუჩავას დეკემბერში ზუგდიდის "ბაია" ჩააბარეს და ორ თანამდებობას ვერ შეითავსებდა.

შევიტყვეთ, რომ 14-წლამდელთა ნაკრებში მას გოჩა ავსაჯანიშვილი შეცვლის. ინფორმაცია ამ უკანასკნელმა თავად დაგვიდასტურა.

35-ე სკოლის მთავარ მწვრთნელს ნაკრებებში მუშაობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია: კობა ჟორჟიკაშვილს 17-წლამდელებში ასისტენტის რანგში ეხმარებოდა, ახლახან კი კახა კაჭარავამ 19-წლამდელებშიც იგივე როლში მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული