საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
27 მაისს ჩვენმა 19-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიაში მიმდინარე ელიტრაუნდზე მეორე შეხვედრა მასპინძლებთან ჩაატარა.

ჩვენი მოწინააღმდეგე სოლიდური შემადგენლობით გამოირჩეოდა. უეფას ვებგვერდის ცნობით, გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ცნობილ კლუბებში თამაშობენ: ნახევარმცველები მატეო კოვაჩიჩი (ზაგრების "დინამო"), ივან მოჩინიჩი ("რიეკა") და თავდამსხმელები, მარკო ლივაია (მილანის "ინტერი") და მარიო იელავიჩი ("ჰაიდუკი").

ხორვატებმა შესარჩევ ეტაპზე ფინეთსა (4:2) და მოლდოვას (4:0) მოუგეს, მასპინძელ ჰოლანდიასთან კი ფრედ ითამაშეს (0:0) და ელიტრაუნდში პირველადგილოსნის სტატუსით გავიდნენ.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 გოლით გუნდის ბომბარდირი მარიო იელავიჩი გახდა, რომელიც ელიტრაუნდში გუნდს ვერ ეხმარება.

...სამწუხაროდ, ჩვენი იმედები არ გამართლდა და "ჯვაროსნები" ხორვატიასთან დამარცხდნენ. ანგარიში 25-ე წუთზე მარკო პაიაჩმა გახსნა - 0:1. თუ უეფას ვებგვერდს ვერწმუნებით, პირველ ტაიმში სხვა მნიშვნელოვანი მომენტი არ შექმნილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში რეალური სახიფათო მომენტი შექმნა მარკო დუგანჯიჩმა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ლეგაშვილმა საკუთარი კარი იხსნა.

Sportall.Geდუგანჯიჩმა მაინც გაიტანა: 58-ე წუთზე მისი დარტყმა ზუსტი გამოდგა - 0:2.

მალე ანტე რებიჩმა ქართველების კარი მესამედაც შეარხია და ცხადი გახდა, 27 მაისი ქართველების დღე არ იყო - 0:3.

დამატებულ დროში ლეგაშვილმა თავისიანები კიდევ ერთხელ იხსნა, ამჯერად ივან ალექსიჩის შეტევის შემდეგ.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე პრესტიჟის გოლი გიორგი გაგნიძემ გაიტანა და ტაბლოზე ჩვენთვის სამწუხარო შედეგი დაფიქსირდა - 1:3.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ზაგრების "ლუჩკოს" სტადიონზე ავსტრიის ნაკრებმა ბოსნია 2:0 დაამარცხა. ჯგუფში პირველ ადგილზე ხორვატია დაწინაურდა. ავსტრია მეორეა. საქართველო კი მესამეზე დაქვეითდა.

U19. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი. II ტური. VI ჯგუფი
ხორვატია. ზაგრები, სტადიონი "სიგეტი".
საქართველო-ხორვატია 1:3
0:1 პაიაჩი (25), 0:2 დუგანჯიჩი (58), რებიჩი 0:3 (67), 1:3 გაგნიძე (90+3).

საქართველო 4-2-3-1 ხორვატია 4-2-3-1
ლეგაშვილი სლუგა
ტვილდიანი გორუპეცი
გრიგალაშვილი მრზლიაკი
გაგნიძე ალექსიჩი
ჯგერენაია მიტროვიჩი
გიგაური ჩალუშიჩი
პარუნაშვილი დუგანჯიჩი
ყაზაიშვილი კოვაჩიჩი
პაპავა მიშკიჩი
ჭანტურია რებიჩი
სხირტლაძე პაიაჩი

მწვრთნელები
ო. კორღალიძე დ. ელიჩიჩი

საქართველო
46. გიგაური - ზარნაძე
60. სხირტლაძე - გელაშვილი
77. ყაზაიშვილი - კვერნაძე
სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, სანდოხაძე, სამუშია, კიკნაველიძე.

ხორვატია
72. დუგანჯიჩი - ჩოლაკი
74. კოვაჩიჩი - მილოში
80. პაიაჩი - ედვაი
სათადარიგოები: ზელენიკა, მილიჩევიჩი.
გაფრთხილება: რებიჩი (17), გორუპეცი (53), ჯგერენაია (71).
არბიტრი: (დანია)

ავსტრია-ბოსნია 2:0
1:0 მურგი (59), 2:0 ვასტიჩი (80).

ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ხორვატია 2 1 1 0 5:3 4
2.ავსტრია 2 1 1 0 4:2 4
3.საქართველო 2 1 0 1 5:5 3
4.ბოსნია 2 0 0 2 2:6 0

30 მაისს გადამწყვეტი, III ტურის მატჩები იმართება: ზაგრების "ლუჩკოს" სტადიონზე ხორვატია აუტსაიდერ ბოსნიას შეხვდება, ველიკა გორიცას "რადნიკის" არენაზე კი ავსტრია-საქართველო ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 3-15 ივლისს ესტონეთში ჩატარდება, მხოლოდ ერთი გუნდი გადის.

ასე რომ, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება და კონკურენტი ხორვატიის წარუმატებლობა აწყობს.

მარცხი ხორვატიასთან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოსაწყენია ფრომ U19 და U17 ნაკრებების მწვრთნელებისგან - ერთ რელობაზე დაფუძვნებულ წინასწარ სჭორად გათვლილ აზრს ვერ გაიგონებ.
ჯერ ბაქიაბენ და მერე თავისი სიტყვები წინ ხვდებათ და მიყუმდებიან ხოლმე.
0

სიახლეები პოპულარული