გერმანელთა 19-წლამდელთა გუნდში თბილისის "ლოკომოტივის" წევრებს ივლისის დასაწყისში აკვირდებოდნენ, თუმცა სინჯები დასრულდა და ორივე თბილისში დაბრუნდა.
Fa Players-ის წარმომადგენლის, გუგა კაჭახიძის თქმით, გერმანელებს ორივე ჩვენებური მოეწონათ და ასაკობრივი და სავიზო პრობლემები თუ მოგვარდება, შესაძლოა, "ფრაიბურგში" კვლავ ვიხილოთ ქართველი ფეხბურთელები.
თუმცა ამ შემთხვევაში "ტრადიციულ" პრობლემას ვაწყდებით: ევროკავშირის ქვეყნის გუნდებს არასრულწლოვან არაევროკავშირელთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ეკრძალებათ.
ახლა მიზეზს აღარ იკითხავთ? ნიკა ჭანტურიათი ევროპული ფეხბურთის გრანდის, ლონდონის "არსენალის" სკაუტები დაინტერესდნენ, კლუბის ხელმძღვანელობის თანხმობა მიიღეს და 5 აგვისტოს საღამოს ნიკამ არსენ ვენგერის "საგრაფოში" პირველად ივარჯიშა.
"ლონდონში დღეს ჩამოვფრინდით და საკითხი შეთანხმებულია: ნიკას "არსენალში" 18 აგვისტომდე დააკვირდებიან და გასინჯვის შედეგად პასუხს იტყვიან.
ჭანტურია ივარჯიშებს არა რომელიმე ასაკობრივ კლუბში, არამედ "არსენალის" რეზერვში, რადგან მის მიმართ ინტერესი დიდია", - ამბობს გუგა კაჭახიძე.
იმედია, ჭანტურია მოახერხებს თავს გამოჩენას და წლების შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში ქართველი კვლავ ითამაშებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დაიტოვებს "ფრაიბურგი" ნიკა ჭანტურიას და დავით ჯიქიას?
"ფრაიბურგი" ქართველ ფეხბურთელებს ისევ იწვევს