საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი მარცხით დაიწყო - გიორგი დევდარიანის გუნდმა უკრაინასთან ვერაფერი გააწყო და ახლა იმის იმედად ვართ, რომ ჩვენი ნაკრები მდგომარეობას თბილისური ტურნირის დარჩენილ ორ მატჩში გამოასწორებს და ელიტრაუნდის საგზურს მაინც შესწვდება.

30 ოქტომბერს კი, უნდა ვაღიაროთ, რომ "მიხეილ მესხზე" კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა.

უკრაინელებმა სწრაფი გოლის გატანა შეძლეს - ფლანგურ გადაცემას ვალერი ლუჩკევიჩი გამოეხმაურა და თავური დარტყმით თავისიანები დააწინაურა.

Sportall.Geპირველი ტაიმი საინტერესო და დინამიკური გამოდგა. ვიხილეთ საგოლე მომენტებიც, საიდანაც, სამწუხაროდ, უმრავლესობა სტუმრებმა შექმნეს.

ანგარიშის გათანაბრება
ლუკა ზარანდიას
შეეძლო, რომლის დარტყმისგანაც მეტოქე ძელმა იხსნა. უკრაინელთა მიერ შექმნილი სახიფათო ეპიზოდების ჩამონათვალი კი ასეთია:

უკრაინის ნაკრების კაპიტნის, ვიქტორ კოვალენკოს დარტყმა ოთო გოშაძემ მოიგერია, ცოტა ხანში კი სტუმრებმა ოდნავ არაზუსტად დაარტყეს;

ანდრეი ბორიაჩუკი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გოშაძეს ვერ აჯობა;

Sportall.Geქართული დაცვის უყურადღებობის შედეგად დასარტყმელ პოზიციაზე დენის არენდარუკი აღმოჩნდა, თუმცა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯს ვერც მან აჯობა.

ერთი სიტყვით, პირველ ტაიმში უკრაინელები კომბინაციურ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობდნენ, ქართველებზე მწვავედ უტევდნენ და სულაც არ აპირებდნენ ერთი გოლით დაკმაყოფილებასა და მასპინძლებისთვის ინიციატივის შეგნებულად დათმობას.

იმედი გვქონდა, რომ მეორე ტაიმში მდგომარეობა ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ ამის მაგივრად, უკრაინელთა უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა.

Sportall.Geმეორე ნახევრის დასაწყისში გოშაძემ თავისი გუნდი ლუჩკევიჩის დარტყმისგან იხსნა, ტაიმის შუაწელში კი უკვე ნათელი გახდა, რომ ამ მატჩში ქულის მოპოვებაც არ გვეწერა.

56-ე წუთზე ბორიაჩუკის ზუსტი თავურით უკრაინელები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, 67-ეზე კი შეცვლაზე შესულმა მაქსიმ ტრეტიაკოვმა თავისიანების უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა.

73-ე წუთზე არენდარუკის ძლიერი დარტყმისგან საქართველოს ნაკრები ხარიხამ იხსნა, მატჩის მიწურულს კი გიორგი თევზაძემ თავური დარტყმით პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

ბოლო საინტერესო მომენტი ლუკა ზარანდიას არაზუსტი დარტყმა იყო.

დასაწყისი ცუდია, მაგრამ იმედი დავიტოვოთ, რომ ლუქსემბურგსა და შოტლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრები უფრო ხარისხიან და რაც მთავარია, შედეგიან თამაშს შემოგვთავაზებს.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი (საქართველო):
"მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო. შესაძლოა, ჩვენი ბიჭები გამოუცდელობის გამო გადაჭარბებულად ნერვიულობდნენ.

ცოტნე მესხი თამაშის სრულად ჩასატარებლად მზად არ არის და ამიტომაც შევცვალე. ფაქტია, რომ ორ თვეზე მეტია, საერთაშორისო ამხანაგური მატჩი არ ჩაგვიტარებია".


ალექსანდრ გოლოვკო (უკრაინა):
"საქართველოს ნაკრები შესწავლილი გვყავდა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია სათანადოდ გამოვიყენეთ.

სწრაფი გოლის გატანით ჩემმა ფეხბურთელებმა მღელვარება გადალახეს და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს".


ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
30.10. თბილისი. მ. მესხი. 1 500 მაყურებელი
საქართველო-უკრაინა 1:3 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ლუჩკევიჩი (3), 0:2 ბორიაჩუკი (56), 0:3 ტრეტიაკოვი (67), 1:3 თევზაძე (76)

საქართველო უკრაინა
4-3-1-2 4-4-1-1
გოშაძე სოლდატენკო
გელაშვილი კირიუხანცევი
მარგველაშვილი მაკოხონი
მალანია ლუკიანჩუკი
ტაბიძე შტანენკო
ხარაიშვილი ლუჩკევიჩი
თევზაძე კუკსენკო
შულაია ვაჩიბერაძე
ც. მესხი არენდარუკი
ზარანდია კოვალენკო
კერძევაძე ბორიაჩუკი

მწვრთნელები:
გ. დევდარიანი ა. გოლოვკო

საქართველო
46. მესხი - რ. ჭანტურია
75. რ. ჭანტურია - ჩაბრაძე
სათადარიგოები: ქურდაძე, ველიაშვილი, გოროზია, ლაშხია, პატარკაციშვილი

უკრაინა
46. კუკსენკო - იაროვოი
51. ლუჩკევიჩი - ტრეტიაკოვი
63. კოვალენკო - ორიხოვსკი
სათადარიგოები: ბეზრუკი, კაპლიენკო, ზინჩენკო, პოლიუხანიჩი

გაფრთხილება: თევზაძე (37), გელაშვილი (53), კირიუხანცევი (57), ტრეტიაკოვი (60), სოლდატენკო (79)

არბიტრი: ვ. დიმიტრუ (კვიპროსი)

* * *
წყვილის ფავორიტმა შოტლანდიამ დაგეგმილი სამი ქულა საკმაოდ იოლად მოიპოვა და ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართული მატჩის გმირი ბრიტანელთა ფორვარდი რობი მუირჰეიდი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა.

შოტლანდია-ლუქსემბურგი 5:2
30.10. თბილისი. ბასა. 100 მაყურებელი
გოლები: 1:0 მუირჰედი (5), 2:0 მუირჰედი (40), 3:0 მუირჰედი (57. პენ.), 4:0 მაკმულანი (64), 4:1 საკრასი (68. პენ.), 4:2 მანგენი (79), 5:2 სინამონი (80)
შოტლანდია: კელი, სინამონი, სუტარი, ბოროვმენი, უოტერსი, უელში (57. დონელი), მაკმულანი, ჰენდერსონი (66. ბიერსი), მუირჰედი, ჰარპერი (57. სტორი), სტონი.
მწვრთნელი: დ. გორე
ლუქსემბურგი: რულე, კოლკესი (33. ჰაკიმი), ვეიგა, პერეირა, ვარელა, ფილიე, ალვერდი, საკრასი, პინტუ (63. მანგენი), შვიტცი, ტილი (70. შოოსი).
მწვრთნელი: მ. ბაუმი
გაფრთხილება: კოლკესი (19), მაკმულანი (40), ვარელა (58)
არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

გუნდი
1 შოტლანდია 1 1 0 0 5-2 3
2 უკრაინა 1 1 0 0 3-1 3
3 საქართველო 1 0 0 1 1-3 0
4 ლუქსემბურგი 1 0 0 1 2-5 0

1 ნოემბერი
15.00 თბილისი. ბასა
შოტლანდია-უკრაინა

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

15.00 თბილისი. მ. მესხი
ლუქსემბურგი-საქართველო

არბიტრი: ჯ. კაზანოვა (სან მარინო)

4 ნოემბერი
15.00 თბილისი. მ. მესხი
საქართველო-შოტლანდია

არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

15.00 თბილისი. ბასა
უკრაინა-ლუქსემბურგი

არბიტრი: ვ. დიმიტრიუ (კვიპროსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: 17-წლამდელთა ეს თაობა წინაზე ნაკლები არ არის
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავა სულ აგებენ ეს გლახის ჭირები
tite
16:38 31-10-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული