კობა ჟორჟოკაშვილის გუნდი შეკრებაზეა, თვრამეტეული ცნობილია

AutoSharing Option
კობა ჟორჟიკაშვილმა უკვე შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომელთა შეყვანასაც შესარჩევი ტურნირის განაცხადში აპირებს.

ამასობაში, კობა ჟორჟიკაშვილმა უკვე შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომელთა შეყვანასაც შესარჩევი ტურნირის განაცხადში აპირებს.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე, ბაჩო მიქავა (ორივე – ოლიმპი);

მცველები: ნიკა სანდუხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - დინამოს აკადემია), სულხან კახიძე (შუქურა), დავით მთივლიშვილი, სანდო ჭიღვარია (ორივე – ლოკომოტივი), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), ცოტნე მონიავა (მერანი მარტვილი);

ნახევარმცველები: გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო), ავთო ენდელაძე, გურამ სამუშია (ორივე – ბაია), გიორგი სარჯველაძე (35-ე საფეხბურთო სკოლა), ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი),
ნიკა დიასამიძე (ბათუმი);

თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე – ოლიმპი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბილისი).

როგორც გახსოვთ, საქართველოს 17-წლამდელთა ამჟამინდელი ნაკრების ჩამოყალიბება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო და მას შემდე გუნდის შემადგენლობაში არაერთი ცვლილება მოხდა. ამჟამინდელ განაცხადში კი რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, რომელთაც სანაკრებო დებიუტი სულ ახლახანს ჰქონდათ.

საქართველოს ნაკრები დასკვნით შეკრებას ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების შემადგენლობით გუშინდელი დღიდან შეუდგა და იმავე სასტუმროში დაბინავდა, სადაც ეროვნული ნაკრები ცხოვრობდა – "ბომონდ გარდენში". ჟორჟიკაშვილის გუნდი ძირითადად, "ბასას" ბაზაზე ივარჯიშებს ხოლმე, დაგეგმილია საკონტროლო მატჩების ჩატარებაც.

"ლელოს" მომდევნო ნომრებიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მზადების შესახებ ახალ ამბებს სისტემატურად შეიტყობთ.




მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდა რომ ვცდებოდე მაგრამ ამ ვებ გვერდის მონაცემების მიხედვით ლუკასი 21 წლის არის

http://www.fu-pa.de/spieler/lukas-hufnagel-4943.html

და ირიცხება TSV Triftern გუნდში
sasha
16:41 12-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული