ჰუფნაგელი ალბათ, მოგვარდება...

AutoSharing Option
გუშინ გაცნობეთ, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ლუკას ჰუფნაგელის მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საეჭვო იყო. პრობლემა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროულად მოგვარება გახლდათ. ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია – თბილისში ჩამოსულ ჰუფნაგელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი სავარაუდოდ, გამზადებული დახვდება და შესაბამისად, "ბაიერნის" ნახევრად ქართველი აღზრდილი საქართველოს ღირსების დაცვის ნებას მიიღებს. იმედია, მოვლენები სწორედ ამგვარად წარიმართება. ჰუფნაგელის დამატება ჩვენი ნაკრების ელიტრაუნდში გასვლის შანსს ერთიორად გაზრდის
და რაც მთავარია, საქართველოს ახალგაზრდული თუ ეროვნული ნაკრებები პერსპექტივაში ძლიერ ფეხბურთელს შეიძენენ.
ლუკასი შეკრებაზე მყოფ 17-წლამდელთა ნაკრებს მალე
დაემატება და შევეცდებით, ჩვენი ნაკრების ბაიერნელი წევრი მკითხველს უფრო ახლოს გავაცნოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული