"გაგრა" პერსპექტიული ნიგერიელი თავდამსხმელის ნატურალიზაციას დიდი ხანი ცდილობდა, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე კლუბს მის გამო პრობლემები ექმნებოდა.
ოვონიკოკო არც თურქეთში მოსამზადებლად შეუშვეს და არც საფრანგეთისა და ბელგიის ვიზები მისცეს, სადაც მას "რენი" და "ლოკერენი" იწვევდნენ. ამით კი კლუბი დაზარალდა, რადგან ტრანსფერით შემოსავალი ვერ მიიღო.
თუმცა "გაგრას" პრეზიდენტს, ბესიკ ჩიხრაძეს მხოლოდ კლუბის ბიუჯეტი არ ადარდებდა - ის დარწმუნებული იყო, ოვონიკოკო საქართველოს
ოვონიკოკო ამჟამად უკრაინის პრემიერლიგის ლუცკის "ვოლინში" იჯარის წესით ასპარეზობს და, რაც მთავარია, ქართული პასპორტის მქონე 20 წლის ფორვარდი კვლავ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიქრობს.
ამ თემაზე ლაპარაკი ადრეც იყო, მაგრამ ოვონიკოკოს საქართველოს ნაკრებში მოხვედრის პერსპექტივას გულშემატკივართა და სპეციალისტთა ნაწილიც ეწინააღმდეგება.
სკეპტიციზმისა და უარყოფითი დამოკიდებულების საფუძველი და დემოგრაფიული პრობლემები გასაგებია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქეა და საკითხი ასე დგას - ღირს თუ არა ამ რესურსის გამოყენება?
მაგალითად, ქართველ გულშემატკივართა ნაწილს გული დაწყდა, როდესაც ზუგდიდის "ბაიას" თავდამსხმელმა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშებმა თავდამსხმელმა ჩისამბა ლუნგუმ ზამბიის ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო.
თემის განხილვა უდავოდ ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ფაქტს მოგახსენებთ: "ლელოში" სტუმრობის დროს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს ნიგერიელზე დავეკითხეთ, აპირებს თუ არა მის მიწვევას?
"ოვონიკოკოს მიწვევას შარშანაც ვაპირებდით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ საკმაოდ ბევრი კანდიდატი გვყავს და ყველას ვაკვირდებით.
ვაპირებ თუ არა კვლავ ნიგერიელის გამოძახებას? არაფერია გამორიცხული და ოვონიკოკოსთვის ხაზი არ გადაგვისვამს", - გვითხრა ჩივაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე ოხილეთ:
აბაიომი ოვონიკოკო: უკრაინაში პირველი გოლი შევაგდე და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია
აბაიომი ოვონიკოკო: მიყვარს "გაგრა" და საქართველო
აბაიომი ოვონიკოკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ისევ მინდა