ლარსონმა მოგვილოცა

AutoSharing Option
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე პირველად შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როლანდ ლარსონი გამოცხადდა, რომელმაც საკუთარი გუნდის მარცხის მიზეზებზე ისაუბრა და გამარჯვება გულთბილად მოგვილოცა:

"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მატჩის მეორე ნახევარი კი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარეთ და გამარჯვების გოლის გატანაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, უგოლოდ არა მხოლოდ დღევანდელი შეხვედრა, არამედ მთლიანად თბილისური ტურნირი დავასრულოთ. ბუნებრივია, ასეთი შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ჩემი გუნდით მაინც ვამაყობ. მივიღეთ დიდი გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოაგვადგება.

საქართველოს ნაკრებს კი ამ გამარჯვებას მთელი გულით ვულოცავ. ძალიან კარგი გუნდი გყავთ, რომელიც ერთდროულად ტექნიკურიცაა
და ბრძოლისუნარიანიც.

ინგლისის ნაკრებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამ გუნდის წევრები სულ მალე პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის კარს შეაღებენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ ტურნირებში ქართველ და შვედ ფეხბურთელებსაც ვიხილავთ".



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული