U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების მცირე შანსიღა დარჩა.

25 მარტს გიორგი დევდარიანის გუნდი უმთავრეს კონკურენტ სერბეთთან დამარცხდა და ახლა იმის იმედადღა თუ ვიქნებით, რომ დარჩენილ მატჩებში სერბებს ფეხი დაუცდებათ.

თუმცა ფინალურ რაუნდში მოსახვედრად კიდევ ბევრი სხვა წინაპირობაც უნდა შესრულდეს...

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, ვენაში მთელი მატჩისწინა ღამე გადაუღებლად თოვდა და გუნდებს თამაში გადათეთრებულ მოედანზე, ფერადი ბურთით მოუწიათ.

Sportall.Geპირველი ტაიმი ხისტ ბრძოლაში წარიმართა, დიდი იყო ტექნიკური წუნი. ანგარიშის გახსნის შანსი ლუკა ზარანდიასა და რომან
ჭანტურიას
ჰქონდათ, მაგრამ დარტყმები არ გამოუვიდათ.

შესვენებამდე სერბებს ქართველთა მეკარე არ შეუწუხებიათ.

მეორე ტაიმში მეტოქე გაცილებით ძლიერად ათამაშდა და ჩვენმა მეკარე ოთო გოშაძემ გუნდი სამჯერ გადაარჩინა. 58-ე წუთზე კი მილადინ სტევანოვიჩმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად შეაგება - 1:0.

სანამ ქართველები საპასუხოდ რაიმეს მოიმოქმედებდნენ, სერბებმა მეორეც გაგვიტანეს და ამით საქმე მოამთავრეს. თავი მათმა კაპიტანმა დანილო პანტიჩმა გამოიჩინა.

თუმცა დევდარიანის გუნდს ანგარიშის შეცვლა მაინც შეეძლო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ილია კერძევაძემ ერთხელ ბურთი ძელს გაარტყა, ერთხელაც მისი დარტყმა მეტოქის მეკარემ მოიგერია.

17-წლამდელთა საგულშემატკივროდ სტადიონზე იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია და 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

მატჩის შემდეგ ისინი გასახდელში ჩავიდნენ და ჩვენი ფეხბურთელები გაამხნევეს. 27 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდია იქნება.

U17. ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი
25.03. ვენა. ჰირშტეტენი
სერბეთი-საქართველო 2:0
გოლები: 1:0 სტევანოვიჩი (58), 2:0 პანტიჩი (63)
სერბეთი: ოსტოიჩი, რადოიევიჩი, ბრაიოვიჩი, გაიჩი, სტევანოვიჩი, ბაბიჩი, პანტიჩი, ბელიჩი (73. იოვიჩი), მიხაილოვიჩი (80. იოვანოვიჩი), ილიჩიჩი (51. რადონიჩი), ლუკიჩი
სათადარიგოები: პეტრიჩი, ჟივკოვიჩი, მიკეტიჩი, დენიჩი
მწვრთნელი: მ. ლესნიაკი
საქართველო: გოშაძე, მალანია (65. ბერიძე), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ზარანდია, გოროზია, რ. ჭანტურია, კერძევაძე, ხარაიშვილი, შულაია
სათადარიგოები: ქურდაძე, პატარკაციშვილი, ჩაბრაძე, რუხაძე, ბარამიძე
მწვრთნელი: გ. დევდარიანი
გაფრთხილება: მიხაილოვიჩი (19), ჭანტურია (32), მარგველაშვილი (54), გოროზია (57), პანტიჩი (61), რადონიჩი (79), თევზაძე (80)
არბიტრი: ს. დერენოვი (მოლდოვა)

სტატისტიკა
სერბეთი საქართველო
კარში დარტყმა 7 7
კარისკენ დარტყმა 2 3
კუთხური 4 2
ჯარიმა 15 17
გაფრთხილება 3 4

* * *
ირლანდია-ავსტრია 1:0
გოლი: 1:0 გრეგო-კოქსი (22)

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ირლანდიამ მასპინძელი ავსტრია დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც გაიჩინა.

იმედია, "სამყურები" ამ შანსს საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაკარგავენ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიელებმა მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენეს.

სატურნირო ცხრილი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

irlandia-avstria 1:0

goli: 1:0 grego-koqsi (22)

Cveni jgufis meore matCSi irlandiam maspinZeli avstria daamarcxa da finalur etapze gasvlis kargi Sansic gaiCina. imedia, “samyurebi” am Sanss saqarTvelos nakrebTan matCSi dakargaven. aRsaniSnavia, rom avstrielebma msajis mier damatebul mexuTe wuTze TerTmetmetriani ver gamoiyenes.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არა უშავს.
წარმატებები ნაკრებს. წინ კიდე ორი თამაშია და მთავარია, კარგად ითამაშონ და თუ ვერც გავლენ, ეგ არაფერი.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული