საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთს პენალტებით აჯობა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც გამარჯვება იზეიმა.

ნოდარ აკობიას გუნდმა თურქეთის წინააღმდეგ შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ქურდაძე, თვარაძე, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, მამუჩიშვილი, ლაშხია, ბიძინაშვილი, ბერიძე, გოშთელიანი, ჯობავა.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა ლაშხიამ გახსნა. თუმცა თურქებმა მალევე გაგვითანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ლაშხია მოედნიდან გააძევა და თითქმის მთელი ტაიმი ჩვენი ფეხბურთელები ათი კაცით უმკლავდებოდნენ მეტოქეს. ძირითადი დრო ფრედ, 1:1
დასრულდა.

ტურნირის დებულების მიხედვით, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაარტყეს და გამარჯვება ჩვენს გუნდს ერგო. ქართველებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო საქართველოს ნაკრების მეკარემ, ბექა ქურდაძემ სამი პენალტი მოიგერია.

18 აპრილს ჩვენი 17-წლამდელები ბულგარეთში მეორე შეხვედრას გამართავენ და მათი მეტოქე მასპინძელთა ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

20 აპრილს, ტურნირის დასკვნით მატჩში, საქართველოს ნაკრები კვიპროსს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U17. თურქეთი VS საქართველო - ნოდარ აკობიას გუნდი ბულგარულ ტურნირში ერთვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული