ძალიან სასიამოვნოა, რომ ნოდარ აკობიას ფეხბურთელები გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ.
თურქეთთან პირველი შეხვედრა პენალტების სერიაში მოვიგეთ. მიუხედავად მეორე მატჩში ბულგარელებთან დამარცხებისა, ჩვენმა გუნდმა მესამე შეხვედრაში გიორგი არაბიძის გოლით კვიპროსელები დაამარცხა და სხვა შედეგების გათვალისწინებით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ აკობიას გუნდი შემოდგომაზე თბილისში გასამართი ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.
მანამდე პატარა "ჯვაროსნებს" წინ არაერთი ტურნირი აქვთ. მომდევნო ასეთი ტურნირი კი მაისშია დაგეგმილი.
gff.ge