თემურ ქეცბაია:
"უპირველესად, მინდა ეროვნული ნაკრების სახელით, 19-წლამდელთა ნაკრებს, მის მწვრთნელებს ეს დიდი გამარჯვება მივულოცო.
ისეთი ჯგუფიდან გასვლა, სადაც ბიჭები მოხვდნენ, არც ისე იოლი იყო. ყველა ძალიან გახარებული ვართ და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა ამაყობს. ესაა ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ, უნდა მივცეთ ჩემპიონატში თამაშის საშუალება, რომ გაიზარდონ და კარგ კლუბებში მოხვდნენ.
ბოლო წლებში
ყველას კარგად გვახსოვს შარშანდელი 17-წლამდელების წარმატებები. ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის დიდი დამსახურებაა, რომ ასაკობრივ ნაკრებებს ყველანაირ პირობას უქმნიან, ხელს უწყობენ და ლოგიკურად, შედეგიც მოვიდა.
მარტო ის, რომ 17 და 19-წლამდელებთან გვქონდეს შედეგები, საკმარისი არაა. ამ ბიჭებს სულ ყურადღება უნდათ, სათამაშო პრაქტიკა, კლუბებში გამოცდილების მიღება...
მე ვფიქრობ, ქართულმა კლუბებმა უნდა მისცენ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშონ. ეს ყველასათვის მომგებიანი იქნება - უპირველესად, თვითონ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თავიანთ შანსს ელოდებიან, კლუბებისთვის, ნაკრებებისთვის და საერთოდ, ქართული ფეხბურთისთვის.
კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე".
იხილეთ ვიდეო
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
აქტუალური თემა: თემურ ქეცბაიას იდეა - ვიფიქროთ მომავალზე!
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია