დიახ, გუნდის ჩამოყალიბება ოთარ გაბელიას მოუწევს და არა ვინმე სხვას. როგორც შევიტყვეთ, გაბელია კვლავ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ის ახალგაზრდულ ნაკრებში გასული წლის აგვისტოში, კახა ცხადაძის წასვლის შემდეგ დაინიშნა. ფორსმაჟორული რეჟიმის მიუხედავად, გაბელიამ შესარჩევი ციკლი მესამე ადგილით დაასრულა. თუმცა, მეორე ადგილის დაკავების რეალური შანსიც ჰქონდა.
ვფიქრობთ, მესამე ადგილიც მისაღები შედეგი იყო – გავიხსენოთ, ციკლის
შესარჩევი ციკლის 10 შეხვედრაში, ახალგაზრდულმა 15 ქულა მოიპოვა და კიდევ 6 ქულა მაინც დასანან ვითარებაში დაკარგა. საშინაო შეხვედრებში გუნდი ბოლო ტურამდე დაუმარცხებელი იყო, მაგრამ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის ჟინმა, ფეხბურთელებს სომხეთთან დათვური სამსახური გაუწია და 0:2 წავაგეთ.
ოთარ გაბელიას ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით.
- ბატონო ოთარ, ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?
- ხელშეკრულების ვადა წლის ბოლოსთვის იწურება.
- როგორც შვეიტყვეთ, ფედერაციის ხელმძღვანელობამ ახალი კონტრაქტი შემოგთავაზათ.
- წინასწარ ვილაპარაკეთ, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ გვქონია.
- ახალგაზრდულმა ნაკრებმა მომავალი ციკლისთვის მომზადება უნდა დაიწყოს, ახალი მწვრთნელი არ დანიშნულა და დარჩენა შემოგთავაზეს – გასარკვევიც არაფერია.
- ჩვენი შეხვედრიდან ასეც გამოჩნდა, ფედერაციას ჩემი დატოვება სურს. და მაინც, ნაჩქარევი კომენტარს მოვერიდები. გაფორმდება ახალი ხელშეკრულება და დასამალიც არაფერი იქნება.
- როგორც შევიტყვეთ, 2011 წლის მარტში ყატარის ნაკრები ამხანაგური შეხვედრის გასამართად გიწვევთ.
- მთავარია, რას გვეტყვის ფედერაცია და ვადებზე შევთანხმდეთ. ფედერაციას გუნდის მომზადების ჩემი გეგმა წარვუდგინე. საკონტრეოლო შეხვედრას ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლამდე ვერ დავგეგმავთ, რათა მომავალ მეტოქეებთან შეხვედრა თავიდან ავიცილოთ – ასეთი თამაში გაუმართლებელი იქნებოდა.
- ფედერაციას რა გეგმა წარუდგინეთ?
- ოთხი ამხანაგური შეხვედრა მაინც უნდა ჩავატაროთ. ოთხი იმიტომ, რომ უეფას კალენდარში სანაკრებო დღეები შეზღუდულია და ჩვენ მხოლოდ ასეთი მცირე რაოდენობით ამხანაგურის მატჩის გამართვა შეგვიძლია. კენჭისყრა იანვარშია და სპარინგ-პარტნიორებს ამის მიხედვით შევარჩევთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"