მატჩის წინა დღეს გუნდების მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს მომავალ შეხვედრაზე, აღნიშნეს საკუთარი გუნდების კარგი სტარტი, შეაქეს ერთმანეთი და გამარჯვება დაგეგმეს...
გიორგი ცეცაძე (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენ ისევ შეგვიძლია ორი ნახევარმცველის - დავიდ უბილავასა და გურამ სამუშიას გამოყენება, რომლებმაც დისკვალიფიკაცია მოიხადეს. რა თქმა უნდა, ეს ორი მოთამაშე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.
სერბეთის ნაკრებს შესანიშნავად ვიცნობთ, რადგან ახლო წარსულში ორჯერ
რა თქმა უნდა, მათი და თურქეთის თამაშის ვიდეოჩანაწერსაც შევისწავლით, თუმცა მთავარი იქნება ჩვენი თამაში.
ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია".
ასევე იხილეთ:
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!