გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების

AutoSharing Option
23 ივლისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს თით­ქ­მის გა­დამ­წყ­ვე­ტი მატ­ჩი აქვს. 19 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე სერ­ბეთს ვე­თა­მა­შე­ბით, რო­მე­ლიც სა­მი ქუ­ლით ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

მატ­ჩის წი­ნა დღეს გუნ­დე­ბის მწვრთნე­ლებ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე, აღ­ნიშ­ნეს სა­კუ­თა­რი გუნ­დე­ბის კარ­გი სტარ­ტი, შე­ა­ქეს ერ­თ­მა­ნე­თი და გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­გეგ­მეს...

გიორგი ცეცაძე (საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენ ისევ შეგვიძლია ორი ნახევარმცველის - დავიდ უბილავასა და გურამ სამუშიას გამოყენება, რომლებმაც დისკვალიფიკაცია მოიხადეს. რა თქმა უნდა, ეს ორი მოთამაშე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის.

სერბეთის ნაკრებს შესანიშნავად ვიცნობთ, რადგან ახლო წარსულში ორჯერ
ვეთამაშეთ ამ გუნდს.

რა თქმა უნდა, მათი და თურქეთის თამაშის ვიდეოჩანაწერსაც შევისწავლით, თუმცა მთავარი იქნება ჩვენი თამაში.

ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მიმაჩნია, რომ ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია".


ასევე იხილეთ:
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ
megreli
21:24 23-07-2013
0
ბ-ნო გია, თქვენ ძალიან კარგი მწვრთნელი ხართ მაგრამ ბავშვებს რომლებსაც სკოლაში არ უვლიათ და ცოდნის მინიმუმი არ მიუღიათ, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ათამაშებთ იმაზე მეტს რასაც ახერხებენ. მაღალი დონის ფეხბურთელობას განათლება სჭირდება. სხვა ვარიანტი თეორიულადაც კი არ არსებობს. ამიტომაცაა ჩვენში ფეხბურთი ჩავარდნილი. სანამ განათლების საკითხ არ მოვუგვარებთ ახალგაზრდებს ქვეყანაში, არავითარი ფეხბურთი არ გამოვა. გამორიცხულია. რაღაც დონემდე მისვლა შეიძლება უთავოდ მერე კი პროცესი ჩერდება. აი, ეს სჭირს ქართულ ფეხბურთს. თქვენ კი, მე ზუსტად ვხვდები რომ ძალიან საინტერესო და ჭკვიანი მწვრთნელი ხართ.
nika
03:10 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული