გია ცეცაძის შეგირდები სერბ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
სერბმა 19-წლამდელებმა გატანა მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. ქართველთა კარის დარაჯმა გაბრიელ თებიძემ პირისპირ გასული მელეგის დარტყმულს ხელი კი შეაგება, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა.
მატჩის ბოლო წუთები ქართველი 19-წლამდელების იერიშებში წარიმართა. ერთ ეპიზოდში ბაჩანა არაბულის დარტყმამ სერბთა კარის ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებს ამ შეხვედრაში გატანა, როგორც ჩანს, არ ეწერათ.
სერბებმა ამ გამარჯვებით 6 ქულას მოუყარეს თავი
რაც შეეხება ქართველ 19-წლამდელებს, მათ ჯგუფის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თურქებთან 26 ივლისს გამართავენ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. თან ისე, რომ სხვა შეხვედრებში მათთვის სასურველი შედეგები უნდა დაფიქსირდეს.
23 ივლისს B ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით გაიმართება. ამ მატჩში ჩვენთვის მისაღები თურქთა გამარჯვება ან ფრე იქნება, ბოლო ტურში კი - სერბთა მოგება ფრანგებთან.
კუთხურები და ჯარიმები ტანმაღალსა და გოლზე დაგეშილ არაბულს, რომ არ ეწოდებინა, ნუთუ სხვა არგვყავს არივინ ვინც სტადარტულ შეასრულებს და ბაჩანა კი კარს შეუტევს? რაც სხვა თამასებში გვაჩვენა რომ კარგად შეუძლია.