ჰოლანდიელ 21-წლამდელთა თავკაცი: ვიცით, რომ ჭანტურიას უკან ჩამოსვლა არ უყვარს

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი უკვე ემზადება ამ შეხვედრისთვის. ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი "პსვ ეინდჰოვენის" 20 წლის ნახევარმცველი ადამ მაჰერი იქნება.

"იონგ ორანიეს" კაპიტანი, წესით, "ჩელსის" ნახევარმცველი მარკო ვან ხინკელია, მაგრამ ამ უკანასკნელს სერიოზული ტრავმა აქვს. ამიტომაც კაპიტნის სამკლავური მწვრთნელმა ალბერტ სტაიფენბერგმა მაჰერს გადასცა.

ახლახან სტაფენბერგმა ჰოლანდიურ "დიხტბეის" კომენტარი მისცა მომავალ მატჩზე:

"ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ნამდვილი ტესტი იქნება. ქართველები ძნელ მეტოქეებად ითვლებიან. მათ ჰყავთ ისეთი კარგი ფეხბურთელები, როგორებიც
ვალერი ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია არიან.

მაგალითად, ვიცით, რომ ჭანტურიას მაინცდამაინც არ უყვარს უკან ჩამოსვლა და ჩვენ ამის გამოყენებას შევეცდებით, როცა კონტრშეტევის შანსი მოგვეცემა.

თბილისური მატჩი ჩვენთვის გადამწყვეტია და თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, გამოცდას წარმატებულად ჩავაბარებთ"
.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯანოც და ილიჩეველი ქართველიც გავაცნოთ.თუ საშას დაუჯერებენ მწვანე ჯეჯილი ახალგაზრდები უნდა მოვიგოთ კარგი სასტავი გვყვავს
feola
22:04 08-10-2013
0
Au ra magra texavs oqris travma ra shemtevi otxeuli gveyoleboda
HENRY14
00:10 09-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული