საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა [VIDEO]
AutoSharing Option
9 ოქტომბერს საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ანგარიშის გახსნა სტუმრებმა მე-18 წუთზე ილიჩის გოლის წყალობით მოახერხეს, თუმცა 24-ე წუთზე მათე ცინცაძემ გაათანაბრა - ქართველმა ნახევარმცველმა პენალტი ზუსტად შეასრულა.
ნაკრებებს შორის შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.