საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთან მატჩი კვლავ ფრედ დაასრულა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სერბეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართა.

გუნდებს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 4:4 დასრულდა.

პირველი გოლი მათე ცინცაძემ  ჭიაბერ ჭეჭელაშვილის პასით გაიტანა, თუმცა მეტოქემ გათანაბრება მალევე შეძლო. 38-ე წუთზე კი თავისი გუნდის წინ ილია კერძევაძემ ისევ ჭეჭელაშვილის პასით გაიტანა  - 2:1. 43-ე წუთზე სერბთა ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და პირველი ტაიმი ვასილ მაისურაძის შეგირდების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში სერბებმა 30 წუთში ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოოდ კი
შეხვედრა ანგარიშით 4:4 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს საქართველოსა და სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 1:1 - საყაიმო გაკვეთილი ილიჩის მეგობრებისგან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
დილა-დინამოს თამაშზეც არ უმსაჯია ეგრე გვანცელაძეს! სირცხვილი!!!!
ramaz.
10:11 12-10-2013
0
მე ვიყავი თამაშზე. ვინც ამ კომენტარს აკეთებს მალე გასკდება ბოღმისგან.მსაჯი აქ არაფერ შუაშია,პირიქით სერბებს გაატანინა ორი ბურთი და პენალტიც არ მოგვცა ბერიძის წაქცევისთვის.შ....ი ყველას ვისაც საქართველოს წაგება უხარია!!!
fani
11:24 12-10-2013
0

სიახლეები პოპულარული