გიორგი ნადირაძე: 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა

AutoSharing Option
გვეშველა, გავიტანეთ და გავიმარჯვეთ - არა ფარერებ-ანდორასთან, არამედ შოტლანდიის საკმაოდ ამბიციურ ახალგაზრდულ გუნდთან.

ის ფაქტი, რომ სქოთებმა 14 ოქტომბერს თბილისში ქვეყნის სახელი და ტრადიცია ღირსეულად ვერ წარმოადგინეს, ჩვენების გამარჯვებას ვერ დააკნინებს.

სიხარული იგრძნობოდა საქართველოს ნაკრების იმ მოთამაშეთა შორისაც, რომელთაც შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ.

სხვათა შორის, თითოეული მათგანი 10 ოქტომბერს თბილისში ჰოლანდიასთან წაგებული (0:6) მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახსენებდა...

გიორგი ნადირაძე:
"საერთოდ, 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა. ჰოლანდიის მერე გუნდში დაძაბულობა იგრძნობოდა - გუნდისთვისაც სტრესიდან
გამოსვლაც ძნელი იყო. თანაც, სოლიდური მეტოქე გვყავდა.

მაგრამ პირადად ჩემზე მწვრთნელის ნდობამ კარგად იმოქმედა, გუნდიც მოედანზე მოტივირებული გავიდა და მგონია, მწვრთნელის იმედებიც გავამართლეთ და გულშემატკივრისაც.

დღეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული