გიორგი ქვილითაია: თამაშის წინ ბატონი საშა ადამიანურად დაგველაპარაკა

AutoSharing Option
გვეშველა, გავიტანეთ და გავიმარჯვეთ - არა ფარერებ-ანდორასთან, არამედ შოტლანდიის საკმაოდ ამბიციურ ახალგაზრდულ გუნდთან.

ის ფაქტი, რომ სქოთებმა 14 ოქტომბერს თბილისში ქვეყნის სახელი და ტრადიცია ღირსეულად ვერ წარმოადგინეს, ჩვენების გამარჯვებას ვერ დააკნინებს.

სიხარული იგრძნობოდა საქართველოს ნაკრების იმ მოთამაშეთა შორისაც, რომელთაც შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ.

სხვათა შორის, თითოეული მათგანი 10 ოქტომბერს თბილისში ჰოლანდიასთან წაგებული (0:6) მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახსენებდა...

გიორგი ქვილითაია:
"წარმატებას მონდომებისა და კონცენტრაციის ხარჯზე მივაღწიეთ.

ჰოლანდიასთან კრახით დასრულებულმა შეხვედრამ ყველა ჩვენგანზე ცუდად იმოქმედა. დარწმუნებული ვარ
- რომ არა უხეში შეცდომები, ასეთი ანგარიშით არ წავაგებდით.

მერე რამდენი მომენტი ვერ გამოვიყენეთ?.. ამის შემდეგ მოედანზე გასვლა ძნელი იყო.

გონზე მოსვლა მაინც შევძელით. თამაშამდე ჩვენზე ძალიან კარგად იმოქმედა იმან, რომ ბატონი საშა ადამიანურად დაგველაპარაკა, შეცდომებიც აგვიხსნა და სტიმული მოგვცა.

მადლობა მაყურებელს - იმედია, მათ შემდეგ შეხვედრებშიც გავახარებთ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა
გიორგი ნადირაძე: 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული