მიუხედავად ამისა, ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილისა და, შესაბამისად, პლე ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
პირველი მწვავე მომენტი ჩვენებმა შექმნეს. მე-20 წუთზე გიორგი ჭანტურია დაემუქრა სქოთების კარს, მაგრამ ჰოლანდიური "ვიტესის" შემტევის დარტყმა მასპინძელთა მეკარე ჯორდან არჩერმა გააუვნებლა.
33-ე წუთზე უკვე ჯანო ანანიძე ურტყამდა სახიფათოდ, ოღონდ არაზუსტად.
ჭანტურიამ თავისი მაინც გაიტანა: 35-ე წუთზე მან სწორედ ანანიძის პასით
ტაიმის მიწურულს, ჩვენი გუნდის ლიდერს კიდევ შეეძლო გოლის გამოდნობა, მაგრამ მისი დარტყმული ამჯერად უზუსტო გამოდგა.
პირველი ტაიმის სტატისტიკა ჩივაძის გუნდის სასარგებლოდ მეტყველებდა - ყველა მონაცემით საქართველო ჯაბნიდა შოტლანდიას...
მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ანანიძემ კუთხური რომ ჩააწოდა და მასპინძელთა საჯარიმოში მყოფმა სოლომონ კვერკველიამ მიზანი ვერ გაასწორა. 55-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის დარტყმული სქოთთა მეკარემ მოიგერია.
მალე ლაშა პარუნაშვილის მცდელობას დააკლდა სიზუსტე. 68-ე წუთზე ჩვენს კართანაც იყო მომენტი - რაიან გოულდი დაგვემუქრა, მაგრამ გიორგი ნადირაძემ იმარჯვა.
ცოტა ხანში მან უკვე სტივ მეის ჩაუყარა გარჯა წყალში.
79-ე წუთზე ქართველებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს. დარტყმა ანანიძემ შეასრულა და მასპინძლები მეკარემ იხსნა. 84-ე წუთზე დავით უბილავა დაჯარიმდა. შეცვლაზე შესულმა კენი მაკლინმა სტანდარტულიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ასევე შეცვლაზე შესულმა კალუმნ პატერსონმა "მაკრატელათი" ეფექტურად გაგვიტანა.
ჩვენებს მალევე შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ პარუნაშვილის დარტყმა არჩერმა მოიგერია.
90-ე წუთზე კრიტიკულ სიტუაციაში აღმოვჩნდით - ნადირაძეს ერთხელაც მოუწია გარჯამ, როცა სტიუარტ ფინდლის მიერ დარტყმული ბურთი არ შეუშვა კარში.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ჩვენც შეგვეძლო გატანა და პეისლიდან ესოდენ საჭირო 3 ქულის წამოღება, მაგრამ შეცვლაზე შესულ გიორგი ქვილითაიას მეკარე არჩერმა აუღო. საბოლოოდ - 1:1.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე მატჩში სლოვაკებმა ჰოლანდიას უმასპინძლეს და ფრეს გამორჩნენ - 2:2.
ჩივაძის 21-წლამდელები მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, გორში სწორედ სლოვაკეთთან გამართავენ. ეს ისეთი მატჩია, ქართველებმა აუცილებლად რომ უნდა მოიგონ და იმედია, გორის სტადიონიც გაივსება.
მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მხურვალე ქომაგობას დიდი საქმის გაკეთება შეუძლია.
ევროპის 2015 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"