საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ლიტვას პირველი ტაიმის შემდეგ უგოლოდ დაშორდა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - "განვითარების თასი 2014", მეოთხედფინალურ შეხვედრას ლიტველ თანატოლებთან მართავს.

პირველმა 45-მა წუთმა ქართველი ჭაბუკების უპირატესობით ჩაიარა, რომლებსაც ანგარიშის გახსნის შანსი არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა ხან ბალტიისპირელთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხანაც ჩვენებს აკლდებოდათ სიზუსტე და საბოლოოდ მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია.

შეგახსენებთ, აკობიას შეგირდებმა ტურნირზე B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს - ყაზახეთისა და ირანის გუნდებს, შესაბამისად, 6:0 და 8:0 მოუგეს.

ლიტვის ძლევის შემთხვევაში, ტურნირს ნახევარფინალში ქართველი ჭაბუკების მეტოქე ფინეთი-ლატვიის მეოთხედფინალურ წყვილში
გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალური მატჩები 25 იანვარს გაიმართება, ფინალი კი - 26 იანვარს.

ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახი თანატოლები გაანადგურა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული